ნინო არაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო არაზაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1973 ) — ქართველი ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო არაზაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით 1996 წელს, ასევე დამთავრებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კომუნიკაციის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი 2005 წელს. გავლილი აქვს საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებული "თბილისის ღვინის სკოლა" ზოგადი კურსი სომელიეთათვის 2010 წელს. ნინო არაზაშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული არაერთ ცნობილ პროექტში, მათ შორის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ერთობლივ პროექტ (ქართული პროექტი) 2011-2012 წლებში. მას ასევე გავლილი აქვს აშშ-ს საელჩოს მედია კურსი "თანამედროვე მედიის გამოწვევები" 2013 წელს (ნიუ-იორკი, ვაშინგტონი).

1992-1995 წლებში ნინო არაზაშვილი მოღვაწეობდა ტელეკომპანია "მე-2 არხის" ჟურნალისტი და ერთ-ერთი გადაცემის თანაავტორიც. 1995-2004 წლებში იგი გახლდათ სატელევიზიო სტუდია "მაესტროს" ავტორი, ასევე რედაქტორი და სარეკლამო აგენტი. 2002-2018 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ში", როგორც გადაცემების "დილა მშვიდობისა საქართველოს" და "დილა უქმეებზე" წამყვანი და მთავარი პროდიუსერი, თუმცა კომპანიის საკმაოდ ხმაურიანად დატოვება მოუწია, გარკვეული მიზეზების გამო.

უნდა აღინიშნოა ისიც, რომ 2005-2018 წლებში ნინო არაზაშვილი ასევე აქტიურად იყო ჩართული პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი"იავნანა"-ში და იყო ფონდის მიერ გამართული საქველმოქმედო ღონისძიებების, კონცერტების მთავრი წამყვანი.

2009 წლიდან "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის" დაჯილდოვების ცერემონიების წამყვანი. 2012-2013 წლებში საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს - "ტელეჟურნსლისტიკის საფუძვლები", ხოლო 2013-2014 წლებში "რადიოქალაქი" - საავტორო გადაცემა "ერთი ერთზე ნინო არაზაშვილთან ერთად". 2018-2019 წლებში არტისტთა გაერთიანება "კონცეპტ Art" ვებ-გვერდის რედაქტორი, ხოლო 2019 წლის თებერვლიდან აქტიურად დაუბრუნდა ისევ სატელევიზიო პროგრამებს და გახდა ტელეკომპანია "ტვ პირველის" საავტორო გადაცემის "პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად" წამყვანი და მთავარი პროდიუსერი.

ნინო არაზაშვილი არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი „რომანსიადა“ 1999 წელი (მოსკოვი), პირველი ადგილი ლაურეატი; 2013 წელს ჟურნალისტთა დაჯილდოება „ოქროს ფრთა“; სააგენტო „პროფილის“ დაჟილდოვება „წლის ბრენდი“ 2012 წელს და ასევე „წლის მედია პროდიუსერი“ 2013 წელს.

ნინო არაზაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი მეუღლე სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი გუ­და­უ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავისუფლების დღიურები, 2009 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2010. გვ.234

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]