ნინოწმინდის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინოწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნინოწმინდის მონასტერი

მონასტრის გალავანი

ნინოწმინდის მონასტერი — საქართველო
ნინოწმინდის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°44′12″ ჩ. გ. 45°17′52″ ა. გ. / 41.7367306° ჩ. გ. 45.2979278° ა. გ. / 41.7367306; 45.2979278
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

მთავარი ტაძრის გეგმა

ნინოწმინდა — გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში.

ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. აშენებულია წმინდა ნინოს დროსვე ძველ საკერპო ადგილას[1]. დიდი გუმბათქვეშა სივრცის შესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). დაინგრა 1824 და 1848 წლების მიწისძვრების დროს.

ძეგლის შესწავლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წლის 30 აგვისტოს ძეგლი მოინახულა გიორგი ჩუბინაშვილმა. ძეგლი აზომილ იქნა არქიტექტორ მ. გ. კალაშნიკოვის მიერ. ძეგლი თავიდან აიზომა 1922 წლის 22 ივნისს არქიტექტორ ნ. პ. სევეროვის მიერ. იმავე წელსვეა შესრულებული ფოტო გადაღებებიც შესრულებული მხატვარი ტ. კიუნეს მიერ, ხოლო ტაძრის წარერები შესწავლილ იქნა პროფესორ აკაკი შანიძის მიერ.

სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმართულია XVI-XVIII საუკუნეების აგურის სამრეკლო. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოთახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა — რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით.

სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიშენებული ჰქონდა ხის ორსართულიანი შენობა, რომელშიც ნინოწმინდელი ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო განთავსებული.

გალავანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებს გარშემორტყმული აქვს ქვის ფართო გალავანი.

მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები — ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.), საბა ტუსისშვილი (XVIII საუკუნის II ნახევარი), ანტონ II (1784-1784) და სხვა.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 440.
  • Г. Чубинашвили, «Архитектура Кахетии», 1959, გვ. 232-246

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]