ნინოწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნინოწმინდა (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინოწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ნინოწმინდა
ქართ. ნინოწმინდა
Ninotsminda.jpg
ქალაქის ხედი
დროშა გერბი
Flag of Ninotsminda Municipality.svg Ninotsminda COA.PNG

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°16′00″ ჩ. გ. 43°35′00″ ა. გ. / 41.26667° ჩ. გ. 43.58333° ა. გ. / 41.26667; 43.58333
ადრეული სახელები ბოგდანოვკა (1991 წლამდე)
ამჟამინდელი სტატუსი 1983
მოსახლეობა Decrease2.svg 5 144[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 361[2]
საფოსტო ინდექსი 3400[3]
ნინოწმინდა — საქართველო
ნინოწმინდა
ნინოწმინდა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ნინოწმინდა
ნინოწმინდა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნინოწმინდა

ნინოწმინდაქალაქი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1991 წლამდე ბოგდანოვკა ერქვა. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1940 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1983 წელს. ნინოწმინდა ახალციხიდან დაშორებულია 91 კმ-ით, თბილისიდან წალკის გავლით 161 კმ-ით, ხოლო ახალციხის გავლით 320 კმ-ით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5 144 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 6 944 -- --
2002[4] Decrease2.svg 6 287 -- --
2014[1] Decrease2.svg 5 144 2 482 2 662

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინოწმინდაში მთიანეთის სტეპის ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — ხანგრძლივი და გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატუა — 10,6°C, აგვისტოს 13,1°C. ნალექები 733 მმ წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 ბბ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 100 დღე.

განათლება და ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს ერთი კერძო საბავშვო ბაღი. ასევე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი. ქალაქში 4 საჯარო სკოლაა. ქალაქში მოქმედებს ერთი პოლიკლინიკა.

კულტურა და სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახელ, ნინოწმინდის სახალხო თეატრი, კინოკლუბი, საბრძოლო დიდების მუზეუმი და ხალხური ცეკვის ანსამბლი "ფარვანა".

ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სპორტული სკოლა. 2009 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის საფეხბურთო ნაკრებმა, რეგიონის მასშტაბით გამართულ საფეხბურთო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წელს ქ.თბილისში თავისუფალ ჭიდაობაში ცანავას სახელობის საერთაშორისო შეჯიბრში ნინოწმინდელმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2009 წელს ნინოწმინდასა და პოლონეთის ქალაქ გოსტინს შორის გაფორმდა დეკლარაცია თანამშრომლობის შესახებ.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინოწმინდაში მოქმედებს სუბ-სარქისის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია 1884 წელს. ეკლესია ექვემდებარება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.

ნინოწმინდაში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია. 2001 წლიდან ფუნქციონირებს ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.