ნინოჩკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნინოჩკა“
დამდგმელი რეჟისორი ერნსტ ლუბიჩი
პროდიუსერი ერნსტ ლუბიჩი, სიდნი ფრანკლინი
სცენარის ავტორი მელხიორ ლეგიელი, ჩარლზ ბრაკეტი, ბილი უაილდერი, უოლტერ რაიში
როლებში გრეტა გარბო
მელვინ დაგლასი
ბელა ლუგოში
მუსიკა ვერნერ ჰაიმანი
ოპერატორი უილიამ დენიელსი
მონტაჟი ჯინ რუჯიერო
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 6 ოქტომბერი, 1939
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $1 365 000

ნინოჩკა (ინგლ. Ninotchka) — 1939 წლის ამერიკული კომედიური პროპაგანდისტული ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ პარიზში სამი რუსი დელეგატი იმყოფება, რათა გაყიდონ რუსეთის იმპერიის დროინდელი ძვირფასეულობა. თავადი სვანა, რომელიც ფლობდა ამ ძვირფასეულობას, დელეგატებს მიუგზავნის მის შეყვარებულ გრაფ ლეონს. ლეონი ართობს სამეულს რესტორნებსა და ბარებში და ცდილობს, მიიღოს მათგან ბრილიანტები. მოსკოვი საგანგებო დავალებით გაგზავნის პარიზში ნინა იანოვნას, იგივე ნინოჩკას. ნინოჩკა ჩადის საფრანგეთში მატარებლით. თითქოს მას პარიზში ეიფელის კოშკის ნახვა სურს ტექნიკური ცოდნის მიღების მიზნით. ნინოჩკა გაიცნობს ლეონს, რომელიც ქალის მოხივლას ცდილობს და შეუყვარდება ის. ლეონი ერთ-ერთი შუაღამისას აკოცებს ნინოჩკას. ლეონი ასევე ცდილობს, გააცინოს სერიოზული ქალი, უყვება მას სასაცილო ისტორიებს, რომლებზეც მთელი რესტორანი იცინის, მაგრამ უშედეგოდ. გაბრაზებული ლეონი სკამით წაიქცევა, რაც ნინოჩკას გააცინებს. საბოლოოდ ნინოჩკა დანებდება საკუთარ გრძნობებს და აღიარებს რომ ლეონი უყვარს. ამის გამო ქალი თავს დამნაშავედ და სამშობლოს მოღალატედ გრძნობს. ის სამშობლოში ბრუნდება. ლეონი ცდილობს მიიღოს სსრკ-ის ვიზა, რათა ნახოს ნინოჩკა, მაგრამ ვერ იღებს მას, რადგან საეჭვო პირად მიიჩნევენ. ამასობაში ნინოჩკას ღამის პერანგის გამო სამრეცხაოში პოლიტიკური დებატები იწყება. ნინოჩკას ამის შესახებ მის ოთახში მცხოვრები ქალი აცნობებს. ნინოჩკა პატიჟებს რუს დიპლომატებს ვახშამზე. ისინი აკრიტიკებენ საბჭოთა კავშირს და აქებენ პარიზს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ნინოჩკა