ნინოშვილის მწვერვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინოშვილი.
ნინოშვილის მწვერვალი
კოორდინატები: 42°55′19″ ჩ. გ. 43°15′02″ ა. გ. / 42.92194° ჩ. გ. 43.25056° ა. გ. / 42.92194; 43.25056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე 3500 
ქედი სვანეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები გრანიტოიდი და ფიქალი
ნინოშვილის მწვერვალი — საქართველო
ნინოშვილის მწვერვალი
ნინოშვილის მწვერვალი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ნინოშვილის მწვერვალი

ნინოშვილის მწვერვალიკლდოვანი მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის — ზესხოს სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 . აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და ქვედაიურული ასპიდური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. 1938 წელს მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და უწოდა ეგნატე ნინოშვილის სახელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]