ნიმი (მსახიობი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნიმი
ინგლ. Nimmi
ურდუ نواب بابو
Nimmi Actress.jpg
დაბადების სახელი ნავაბ ბანო
დაბადების თარიღი 18 თებერვალი 1933
აგრა, გაერთიანებული პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 25 მარტი 2020 (87 წლის)
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1949-1965

ნიმი (ინგლ. Nimmi), ნამდვილი სახელი ნავაბ ბანუ  (ურდუ نواب بابو‎; 18 თებერვალი, 1933, აგრა, გაერთიანებული პროვინციები— 25 მარტი, 2020, მუმბაი) — ინდოელი მსახიობი, რომელიც თამაშობდა ჰინდიზე  გადაღებულ  ფილმებში 1950-იან წლებში და 1960-იანი წლების დასაწყისში. იგი გახლდათ ბოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა ენერგიული სოფლის ლამაზმანების როლების შესრულებით. ასევე მონაწილეობდა  ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში და სოციალურ დრამებში.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიმი დაიბადა აგრაში 1933 ან 1932 წლის 18 თებერვალს, დაბადებისთანავე მიიღო სახელი ნავაბ ბანუ. მისი დედა— მაჰმადიანი კურტიზანი ვაჰიდან ბალი, 1930-იან წლებში რამდენიმე პენჯაბურ ფილმში მონაწილეობდა, ხოლო მამა გახლდათ სამხედრო კონტრაქტორი აბდულ ჰაკიმი. როდესაც გოგონა 11 წლის იყო, დედა გარდაიცვალა და ნიმი საცხოვრებლად აბოტაბადში გადავიდა ბებიასთან. 1947 წელს ინდოეთის დაყოფის შემდეგ,  აბოტაბადი პაკისტანს გადაეცა, ნიმი და ბებია ბომბეიში გადავიდნენ. აქ ცხოვრობდა მისი დეიდა ჯიოტი, რომელიც ყოფილი მსახიობი იყო და მისი ქმარი— იმ დროს ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი ჯ.მ. დურანი.

ბომბეიში, ფილმ Andaz-ის (1949) (რეჟისორი მეჰბუბ ხანი, რომელიც  მანამდე მუშაობდა დედასთან)   გადასაღებ მოედანზე , გოგონა შეხვდა რაჯ კაპურს, რომელმაც იგი მიიწვია როლზე ფილმში „წვიმიანი სეზონი“. დამწყებ მსახიობს მანვე შეურჩია ფსევდონიმი ნიმი.  ქედმაღალ  ქალაქელზე შეყვარებული გულუბრყვილო მწყემსი ქალის სადებიუტო როლმა განსაზღვრა მისი მომავალი იმიჯი კინოში. ის ხშირად ჩნდებოდა ეკრანზე იმ დროის პოპულარულ მსახიობებთან ერთად  უბედური საყვარლის ან სოფლის თავხედი ლამაზმანის  მეორეხარისხოვან როლებში. „წვიმიანი სეზონის“ შემდეგ იყო ფილმი Sazaa (1951) დევ ანანდის მონაწილეობით. იმავე წელს მან ითამაშა დილიპ კუმართან და აშოკ კუმართან ერთად ნიტინ ბოსის ფილმში Deedar. მომდევნო წელს მან კვლავ იმუშავა დილიპ კუმართან ერთად ისეთ ფილმებში, როგორებიცაა ამია ჩაკვარტის Daag და მეჰბუბ ხანის ამბიციური სურათი „ღირსება“ (ინგლ. Aan), რომელშიც მან განასახიერა სოფლის გოგონა მანგლა. იმ დროისთვის მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ფილმ „ღირსებას“დაემატა გაფართოებული სიუჟეტი, რადგან დისტრიბუტორები თვლიდნენ, რომ მისი პერსონაჟი ძალიან მალე იღუპებოდა. ინდოეთის გარდა, ფილმი გამოვიდა ინგლისში სახელწოდებით  „ველური მეფის ასული“  და საფრანგეთში—„ მანგლა ინდოეთის ქალიშვილი“.  2013 წელს Rajya Sabha TV-ზე მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ფილმის ლონდონურ პრემიერაზე მან მიიღო შეთავაზება ოთხ ჰოლივუდურ ფილმში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ერთი სესილ ბ. დემილისგან.[3]

2015 წელი

ნიმის  შესრულებით  ცნობილი ფილმებია Uran Khatola (1955), Bhai-Bhai (1956), Kundan (1955), Akashdeep (1965) ის იყო პირველი მსახიობი, ვისაც შესთავაზეს მთავარი როლის შესრულება  ბ. რ. ჩოპრას ფილმში Sadhna (1958), მაგრამ უარი განაცხადა მეძავის როლზე, რის შემდეგაც როლზე მიიწვიეს  ვიჯაიანთიმალა და მან მიიღო Filmfare Award. თავად ნიმი მხოლოდ ერთხელ იყო ნომინირებული Filmfare-ზე - მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში "ჩემო ძვირფასო" (1963) [9]. კიდევ ერთი კარგი შეთავაზება, რომელიც მსახიობმა უარყო, იყო თრილერი Woh Kaun Thi? (1963). [4]

1960-იან წლებში ახალი კინოგმირების გამოჩენასთან ერთად, ნიმის კარიერამ დაღმასვლა დაიწყო. მისი ბოლო კინო ნამუშევარი იყო კ. ასიფის „სიყვარული და ღმერთი“ —ლეილა და მეჯნუნის ისტორიის მიხედვით. ასიფმა პროექტი 1963 წელს დაიწყო, მაგრამ გურუ დუტი, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა, ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ის შეცვალა სანჯიევ კუმარმა. გადაღებები ფინანსური პრობლემების გამო შეწყდა. შედეგად, ფილმი გამოვიდა მხოლოდ 1986 წელს, ასიფის და კუმარის გარდაცვალების შემდეგ.

1965 წელს ნიმიმ დატოვა კონო და დაქორწინდა Mehboob Studios-ის სცენარისტ ს.ალი რაზაზე. ისინი ერთად ცხოვრობდნენ რაზას გარდაცვალებამდე 2007 წლამდე. წყვილს შვილი არ ჰყოლია. იშვილეს ნიმის ძმის შვილიშვილი.

მსახიობი გარდაიცვალა თავის რეზიდენციაში, მუმბაიში, 2020 წლის 25 მარტს, 88 წლის ასაკში.[5][6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Interview, Nimmi: "I have a dream to be Queen", The Indian Express Newspaper, Issue date: Friday, 30 May 1997. Copyright © 1997 Indian Express Newspapers (Bombay) Ltd.
  • Reuben, Bunny. Mehboob: India's DeMille, South Asia Books
  • Raheja, Dinesh. The Hundred Luminaries of Hindi Cinema, India Book House Publishers.
  • Reuben, Bunny. Follywood Flashback, Indus publishers
  • Rajadhyaksha, Ashish and Willemen, Paul. The Encyclopedia of Indian Cinema, Fitzroy Dearborn Publishers.
  • Akbar, Khatija. Madhubala: Her Life, Her Films, New Delhi: UBS Publishers' Distributors
  • Lanba, Urmila. The Life and Films of Dilip Kumar, Orient Paperbacks, India; New e. edition
  • Ritu, Nanda. Raj Kapoor: His Life, His Films, Iskusstvo

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bose M. Bollywood actor Nimmi no more — 2020.
  2. Dinesh Raheja. "Petite powerhouse Nimmi". Rediff.com website. Retrieved 10 January 2021.
  3. "Guftagoo, the only uninterrupted Bollywood celebrity show on Indian television".[მკვდარი ბმული] Hindustan Times (newspaper). 20 August 2017. Retrieved 10 January 2021.
  4. M., Irfan (28 May 2013). "Guftagoo with Nimmi : Complete interview". Rajya Sabha TV via YouTube. Archived from the original on 21 December 2021. Retrieved 9 January 2021.
  5. https://www.deccanherald.com/entertainment/entertainment-news/bollywood-actor-n
  6. Namrata Joshi (26 March 2020). "Nimmi, doe-eyed star of the 1950s, passes away at 88". The Hindu (newspaper). Retrieved 9 January 2021.