ნიმაეთაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიმაეთაპი
ეგვიპტის დედოფალი
მეუღლეები ხასეხემუი
შვილი/ები ჯოსერი, ჰეტეპჰერნებტი (?), სანახტი (?)

ნიმაეთაპი (ასევე ნიმაათაპი) — ძველი ეგვიპტის დედოფალი. მეორე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის ხასეხემუის მეუღლე და მესამე დინასტიის ფარაონის ჯოსერის დედა. გარდაიცვალა ჯოსერის მმართველობის დროს.

მისი სახელი შემორჩენილია ბეჭედზე, რომელიც აბიდოსში ხასეხემუის საფლავშია აღმოჩენილი. მასზე წარწერაა, სადაც დედოფალი მოხსენიებულია, როგორც „მეფის შვილების დედა“, მეორე წარწერაზე, რომელიც ბეთშია აღმოჩენილი, დედოფალი ნიმაათაპი მოიხსენიება, როგორც „ორივე მიწის მეფის დედა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ranke, Hermann (1935). Die Ägyptische Personennamen (de). Glückstadt: J. J. Augustin, გვ. 172. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]