ნიკრაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკრაიXII ან XIII საუკუნის ქართველი კალიგრაფი. გადაუწერია იოანე სინელის ე.წ. კლემაქსი, რომელიც XI საუკუნეში ბერძნულიდან თარგმნა ექვთიმე მთაწმიდელმა. ხელნაწერი ნუსხურია, წერს ყავისფერი მელნით, ორ სვეტად, ნაწერია მოუსვენარი ხელით, ძნელი საკითხავია: საზედაო ასოები ორნამენტითაა შემკული, კიდურები წვეტიანი აქვს, ზოგ ასოს ფოთოლი ებმის, ზოგან ადამიანის სახეა ჩართული, ისინი ხშირად ტექსტშიაც იჭრებიან. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ამ უცნაური წიგნის ფურცლებზე ზღაპრების ფანტაზია და ხალხური იუმორიც კი შემოჭრილა. იშვიათია ხელნაწერი, სადაც კალიგრაფის ინდივიდუალობა ასე უშუალოდ და გულუბრყვილოდ იჩენდეს თავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]