ნიკოლოზ ჩუბინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიკო ჩუბინაშვილი)

ნიკოლოზ ჩუბინაშვილი (დ. 10 აპრილი, 1908, ლაიფციგი — გ. 1993, თბილისი[1]) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1961), გიორგი ჩუბინაშვილის ვაჟი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტში (1927-1931 წწ.). იყო ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქიტექტორ-ინსპექტორი (1934-1938 წწ.), ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი (1943-1945 და 1956-1958 წწ.). 1958 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. იკვლევდა შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურასა და ქანდაკებას. შესწავლილი აქვს ქართული ხუროთოძღვრების ცნობილი ძეგლები (გუდარეხი, სამშვილდის სიონი, წეროვანი და სხვ.) და სწორკუთხასაკურთხევლიანი ძეგლები. გამოსცა შუა საუკუნეების რელიეფის ცალკეული ნიმუშები, ადრე შუა საუკუნეების ქვაჯვარები. პირველმა გამოიკვლია ქართულ ხეზე კვეთილობის X-XI საუკუნეების ნიმუშები.

ნიკოლოზ ჩუბინაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]