ნიკო ნიკოლაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკო ნიკოლაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები დაპროექტებული ქუჩა, ღვთისმეტყველის ქუჩა, ანდრე მარტის ქუჩა

ნიკო ნიკოლაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თავდაპირველად დაპროექტებული ქუჩა ერქვა. 1903 წელს თბილისის გამგეობის მიერ შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ღვთისმეტყველის ქუჩა („ბოგოსლოვსკაია“). სახელწოდება უკავშირდება იქვე მდგარ იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიას (აკურთხეს 1901 წელს). 30-იან წლებში კომუნისტური პარტიის კომიტეტის ერთ-ერთი წევრის, ანდრე მარტის სახელი ეწოდა. ასეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 50-იან წლებში კი ნიკო ნიკოლაძის სახელი დაერქვა. აღსანიშნავია საცხოვრებელი სახლი №3, (აგებულია 1949 წელს, არქიტექტორ ალექსი მიმინოშვილის მიერ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]