ნიკო გონსალესი
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | ნიკოლას გონსალეს იგლესიასი | ||
| დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 2002 | ||
| დაბადების ადგილი | ესპანეთი | ||
| სიმაღლე | 188 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | საყრდენი ნახევარმცველი | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 2009–2013 | მონტანიეროსი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| ბარსელონა B | 27 | (0) | |
| * პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
ნიკოლას გონსალეს იგლესიასი (დ. 3 იანვარი, 2002), ცნობილია როგორც უბრალოდ ნიკო — ესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარსელონა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გონსალესი დაიბადა გალისიის ქალაქ ა-კორუნიაში. მან კარიერა შვიდი წლის ასაკში, ადგილობრივ გუნდში — „მონტანიეროსში“ (Montañeros) დაიწყო. 2012 წლის დეკემბერში იგი დათანხმდა „ბარსელონაში“ გადასვლას, რაც ძალაში მომდევნო წლის ივლისში[1] შევიდა.
2019 წლის 19 მაისს, სულ რაღაც 17 წლის ასაკში, გონსალესის დებიუტი შედგა სარეზერვო გუნდში; მან შეცვლაზე ითამაშა კიკე სავერიოს ნაცვლად „სეგუნდა დივიზიონ B“-ს გასვლით მატჩში „კასტელიონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ბარსელონამ“ 2–1 წააგო. 2020–2021 წლების სეზონში იგი თავდაპირველად „ხუვენილ A“-ს (Juvenil A) წევრი იყო, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან სარეზერვო გუნდში რეგულარულად დაიწყო გამოჩენა.
2021 წლის 12 მაისს გონსალესმა კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონ ევროდ განისაზღვრა. წინასასეზონო მომზადებისას მთავარ გუნდში ასპარეზობის შემდეგ, 2021 წლის 15 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდსა და „ლა ლიგაში“ — მან სერხიო ბუსკეტსი შეცვალა 2021–2022 წლების სეზონის გახსნით მატჩში „რეალ სოსიედადის“[2][3] წინააღმდეგ, რომელიც „ბარსელონას“ გამარჯვებით, 4–2 დასრულდა.
გონსალესმა თავისი პირველი პროფესიონალური გოლი 2021 წლის 12 დეკემბერს გაიტანა — მან ანგარიში გახსნა „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართულ გასვლით შეხვედრაში, რომელიც ფრედ, 2–2 დასრულდა.
იჯარა ვალენსიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის 13 აგვისტოს გონსალესმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და „ვალენსიასთან“ ერთსეზონიანი იჯარა[4] გააფორმა.
პორტუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის 29 ივლისს გონსალესმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის კლუბ „პორტუსთან“. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 8.5 მილიონი ევრო შეადგინა; ამასთან, „ბარსელონამ“ ფეხბურთელის გამოსყიდვის[5][6] უფლება შეინარჩუნა.
პორტუგალიურ გუნდში გონსალესის დებიუტი 14 აგვისტოს შედგა — იგი მოედანზე 70-ე წუთზე, რომარიუ ბაროს ნაცვლად შევიდა პრიმეირა ლიგის[7] მატჩში „მორეირენსეს“ წინააღმდეგ, რომელიც „პორტუმ“ სტუმრად 2–1 მოიგო. ერთი კვირის შემდეგ, მან პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში „ფარენსეს“[8] წინააღმდეგ გამართულ საშინაო შეხვედრაში, რომელიც ასევე ანგარიშით 2–1 დასრულდა.
მანჩესტერ სიტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2025 წლის 3 თებერვალს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათზე, პრემიერ ლიგის კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ გამოაცხადა ნიკოსთან ოთხნახევარწლიანი ხელშეკრულების გაფორმება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის საფასურმა 50 მილიონი[9][10] ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
2025 წლის 8 თებერვალს გონსალესის დებიუტი შედგა ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში, ლიგა ერთის კლუბ „ლეიტონ ორიენტის“ წინააღმდეგ (2–1), თუმცა პირველი ტაიმის[11] 22-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. 19 თებერვალს მან გაიტანა თავისი პირველი გოლი კლუბის შემადგენლობაში და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე — მან თავი გამოიჩინა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1–3), რის შემდეგაც „სიტი“ ტურნირს[12] გამოეთიშა. სამი თვის შემდეგ, 20 მაისს, გონსალესმა პრემიერ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა „ბორნმუთის“[13] წინააღმდეგ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 3–1 მოიგო.
2025 წლის 9 ნოემბერს ნიკომ 2025–2026 წლების სეზონის პირველი გოლი გაიტანა — ეს იყო მეორე გოლი „ლივერპულის“ წინააღმდეგ, მისი მეორე გოლი პრემიერ ლიგაში და მესამე გოლი „მანჩესტერ სიტის“ კარიერაში. მატჩი „სიტის“ გამარჯვებით, 3–0 დასრულდა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი ყოფილი ესპანელი ფეხბურთელისა და „დეპორტივო ლა-კორუნიას“ ლეგენდის, ფრან გონსალესის შვილი და ხოსე რამონის[14] ძმისშვილია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Profile at the Manchester City F.C. website
- ნიკო გონსალესი – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nicolás, rumbo a La Masía es (11 December 2012). ციტირების თარიღი: 19 December 2021.
- ↑ Braithwaite 9/10, De Jong and Depay 8/10 as Barcelona win to begin post-Messi era. ESPN (15 August 2021). ციტირების თარიღი: 16 August 2021
- ↑ Nico and Gavi, latest Masía debutants. FC Barcelona (3 September 2021). ციტირების თარიღი: 19 December 2021.
- ↑ Nico renews contract to 2026, loaned to Valencia. FC Barcelona (13 August 2022). ციტირების თარიღი: 13 August 2022
- ↑ Nico González é Dragão até 2028 pt (29 July 2023). ციტირების თარიღი: 29 July 2023
- ↑ Agreement for the transfer of Nico to Porto. ციტირების თარიღი: 29 July 2023
- ↑ Moreirense ainda assustou, mas o FC Porto deu a volta em sete minutos pt. Global Media Group (14 August 2023). ციტირების თარიღი: 16 September 2023
- ↑ Marcano, goleador dos últimos minutos. FC Porto vence Farense na compensação pt (20 August 2023). ციტირების თარიღი: 16 September 2023
- ↑ Gonzalez becomes City's fourth winter signing. Manchester City F.C. (3 February 2025). ციტირების თარიღი: 4 February 2025
- ↑ Jackson, Bobbie. (3 February 2025) Gonzalez takes Man City's spend to £180m – how they dominated window. ციტირების თარიღი: 4 February 2025
- ↑ Stone, Simon. FA Cup fourth round: Man City come from behind to beat Leyton Orient. ციტირების თარიღი: 8 February 2025
- ↑ McNulty, Phil. (19 February 2025) Real Madrid 3–1 Manchester City (Agg 6–3): Kylian Mbappé's stunning hat-trick dumps City out. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 February 2025. ციტირების თარიღი: 19 February 2025
- ↑ Brown, Paul. (20 May 2025) Perfect Etihad ending for De Bruyne after vital Bournemouth victory. Manchester City F.C..
- ↑ El Barça atará al hijo de Fran es (15 April 2021). ციტირების თარიღი: 16 August 2021.