ნიკო ბერუჩაშვილი
| ნიკო ბერუჩაშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 21 აგვისტო, 1947[1] |
| დაბ. ადგილი | თბილისი |
| გარდ. თარიღი | 23 მარტი, 2006[1] (58 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | გეოგრაფი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი |
| მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| განთქმული მოსწავლეები | ნიკოლას სტოიჩოვ ტოდოროვი |
| სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
| ჯილდოები | ღირსების ორდენი |
ნიკოლოზ (ნიკო) ლევანის ძე ბერუჩაშვილი (დ. 21 აგვისტო 1947, თბილისი — გ. 23 მარტი 2006, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და მოგზაური. გამოჩენილი ლანდშაფტმცოდნე. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1983). საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ლანდშაფტური ანალიზის კომისიის პრეზიდენტი (2004‒06), ქართველ გეოგრაფთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, სოროსის ფონდის პროფესორი (1995‒2000), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1996‒2006). მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა „ინტერსტექსი“, რომლის მიზანია მთიანი რეგიონების ლანდშაფტთა მდგომარეობის კვლევა და კარტოგრაფირება-მოდელირება. ფიზიკურ გეოგრაფიულ მეცნიერებაში შემოიტანა ტერმინები: სტექსი, გეომასა და ლანდშაფტის ეთოლოგია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1981 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1970-1982 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე — დოცენტი, 1982-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის გამგე. 1970-2006 წლებში — იყო თსუ-ს მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის გამგე და 1979-2006 წლებში აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობის შესწალის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე. 1995-2000 წლებში იყო სოროსის ფონდის პროფესორი, 1996-2006 წლებში — საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 2004-2006 საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მსოფლიო კომისიის ლანდშაფტის ანალიზის პრეზიდენტი. ფრანგ გეოგრაფთან ჟან რადვანთან ერთად ავტორია ატლასისა — „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“.
2017 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, დაგეგმარება, მართვა“, რომელიც ნიკოლოზ ბერუჩაშვილის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნული სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ექსპოზიცია. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ფოტოდოკუმენტურ მასალას, რომელიც ასახავდა მეცნიერის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ასევე წარმოდგენილი იყო, მეცნიერის მემორიალური ნივთები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკოლოზ ბერუჩაშვილი
- საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.