ნიკოტინომანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოტინომანიატოქსიკომანიის სოციალურად „მიღებული“ სახე, თუმცა ამ ნივთიერების სისტემატური მოხმარება დიდ დოზებში მნიშვნელოვნად აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და საერთოდ ადამიანის ორგანიზმს.

ნიკოტინი აზოტის შემცველი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მიიღება თამბაქოს ფოთლისაგან. ის თამბაქოს მცენარის ბუნებრივი დამცველია მწერებისაგან. ზოგადად, ნიკოტინი ფართოდ გამოიყენება მწერების გამანადგურებელ საშუალებებში. ნიკოტინს გააჩნია ფარმაკოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტი. ფარმაკოლოგიური: ზრდის გულის ცემის რიტმს და გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოხმარებას. ფსიქოლოგიური: ზრდის სიფხიზლეს, იწვევს ეიფორიის და რელაქსაციის განცდას. ნიკოტინის უმთავრესი თვისებაა მასზედ დამოკიდებულების სწრაფი განვითარება. ამერიკის გულის ჯანმრთელობის ასოციაციის განცხადებით , ნიკოტინი არის ერთ–ერთი იმ ნივთიერებათა შორის, რომელთა გამოყენების შეწყვეტაც ძალიან რთულია. ამ თვალსაზრისით ნიკოტინი ჰეროინს უტოლდება. ამავე ასოციაციის განცხადებით, ამერიკულმა თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა თამბაქოში ნიკოტინის შემცველობა ინტენსიურად, თითქმის 10 %–ით გაზარდეს 1998 წლიდან. რაც მეტია ნიკოტინის შემცველობა თამბაქოში, მით მეტია მასზე დამოკიდებულების განვითარების რისკი. ამიტომ, ეს თამბაქოს მწარმოებელი ფირმების მიერ გადადგმული სარფიანი მარკეტინგული ნაბიჯი იყო.

[1]

ნიკოტინზე დამოკიდებულების სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოტინდამოკიდებულების იდენტიფიკაცია შეგვიძლია ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთა არსებობის შემთხვევაში:

ფიზიოლოგიური სიმპტომები:

  • ტოლერანტობის ზრდა
  • აბსტინენციის სინდრომი

ფსიქოლოგიური სიმპტომები:

  • ცენტრალური ნერვული სისტემი სტიმულაცია
  • რელაქსაციის სასიამოვნო განცდა
  • დაძაბულობის შემცირება
  • ჩვევად ჩამოყალიბება
  • ძლიერი ლტოლვა ნივთიერებისადმი

სოციო-კულტურული ფაქტორები:

  • სოციალური წრის ზეგავლენა
  • ოჯახური გარემო
  • როგორც ყოველდღიური რიტუალი

ნიკოტინდამოკიდებულების ნეიროქიმიური საფუძველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამბაქო მოქმედებს როგორც სტიმულატორი და იწვევს ტრანკვილიზატორების ეფექტს, ვინაიდან ნიკოტინის მიღება დაკავშირებულია თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების მოქმედებასთან.

  • დოფამინი– სიამოვნების განცდა, მადის დათრგუნვა
  • აცეტილქოლინი – აგზნება, კოგნიტური გაუმჯობესება
  • სეროტონინი– განწყობის ცვლილება, მადის დათრგუნვა
  • ნორეპინეფრინი– აგზნება, მადის დაქვეითება
  • ვაზოპრესინი–მეხსიერების გაუმჯობესება
  • ბეტა–ენდორფინი– შფოთვის და დაძაბულების შემცირება

[2]

ნიკოტინომანია DSM-IV-TR-ის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოტინდამოკიდებულება, როგორც ტოქსიკომანიის ერთ–ერთი ფორმა კლასიფიცირებულია დსმ–ში. დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელია ჩამოთვლილ კრიტერიუმთაგან სულ მცირე 3 არსებობდეს 1 მინიმუმ 1 წლის განმავლობაში:

  • ტოლერანტობის ზრდა
  • აბსტინენციის ეფექტი , რომელიც ვითარდება მოწევის შეწყვეტიდან მცირე დროში
  • მოწევის სიხშირე ჩეულებრივს ბევრად აღემატება
  • მოწევის დაუძლეველი მოხოვნილება, მიუხედავად შესაძლებლობისა, რომ შეამცირო მოწევა
  • დროის დიდი ნაწილი ეთმობა მოწევას
  • სამუშაოს თუ სოციალური ურთიერთობების გადადება მოწევის მიზნით
  • მოწევის გაგრძელება, მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისა

[3]

ნიკოტინდამოკიდებულებასთან დაკავშირებული ფიზიკური ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გულისცემის აჩქარება
  • სისხლის წნევის მომატება
  • წონაში კლება, მადის დაკარგვის გამო
  • სისხლში შაქრის შემცველობის გაზრდა
  • გუნება–განწყობილების გაუმჯობესება. ადამიანების ხშირად აღნიშნავენ, რომ თავს უკეთ გრძნობენ მოწევის შემდეგ
  • შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობა, ღებინება და დიარეა
  • ასტიმულირებს სიფხიზლეს და მეხსიერებას. თამბაქოზე დამოკიდებული პირები ხშირად იყენებენ მას, როცა უწევთ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა

[4]

მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებული ფიზიკური ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წონის მატება, გაზრდილი მადის გამო
  • გულისცემის შენელება
  • ყნოსვისა და გემოს შეგრძნების გაუმჯობესება
  • ნიკოტინის ინტენსიური მოთხოვნილება
  • შფოთვა, დაძაბულობა, მოუსვენრობა, იმპულსურობა
  • კონცენტრაციის გაძნელება
  • ადვილად გაღიზიანებადობა და დეპრესია
  • თავის ტკივილი
  • მუდმივი თვლემა, ან ძილის დარღვევები, ცუდი სიზმრები და კოშმარები

აღნიშნული სიმპტომები თამბაქოს მიღების შეწყვეტიდან 2–3 საათის შემდეგ და კულმინაციას აღწევს 2–3 დღეში. სიმპტომების სიძლიერე დამოკიდებულია მწეველობის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. მიუხედავად აბსტინენციის სინდრომით გამოწვეული სირთულეებისა, ნიკოტინ–დამოკიდებულად დარჩენა გაცილებით რთულ შედეგებთანაა დაკავშირებული. [5]

დაავადების პროგნოზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი ნიკოტინდამოკიდებულება დაკავშირებულია ისეთ რისკ ფაქტორებთან, როგორიცაა:

  • კიბო (ყველაზე ხშირად ფილტვისა, სასუნთქი გზებისა და საშარდე ბუშტის)
  • გულის დაავადებები
  • ფეხმძიმობასა და ნაყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

[6]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიოს მასშტაბით, დაახლობით მილიარდნახევარი ადამიანი არის მწეველი.
  • მსოფლიოს მამაკაცთა პოპულაციის 52% და ქალთა პოპულაციის 34% მწეველია
  • მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით კვდება ათიდან ერთი მწეველი. 2030 წლისთვის, თუ მწეველთა რიცხვი არ შემცირდება, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით გარდაიცვლება ერთი ადამიანი ყოველი 6 მწეველიდან
  • მწეველთა რიცხვი ყოველწლიურად 3,4%–ით იზრდება განვითარებად ქვეყნებში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში – მცირდება .
  • დაახლოებით 12 ჯერ მეტი ბრიტანელი მოქალაქე დაიღუპა მოწევისაგან, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში.
  • ყოველი 5 თინეიჯერიდან ერთი მწეველია.

ნიკოტინდამოკიდებულება არ არის დაკავშირებული კოგნიური უნარების გაუარესებასთან. იგი არ იწვევს აღქმისა და აზროვნების პრობლემებს, როგორიცაა ვიზუალური ჰალუცინაციები ან ილუზიები. ნიკოტინის ხშირი გამოყენება არ იწვევს მეხსიერების გაუარესებას, თვლის უნარების, აბსტრაქტული აზროვნების ან ლოგიკური მსჯელობის უნარის დაქვეითებას. მისით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი ძირითადად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. [7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გ.ნანეიშვილი - ფსიიატრიის მოკლე კურსი. Nicotine Addiction - University of Minnesota
  2. Nicotine Addiction - University of Minnesota
  3. DSM_IV_TR
  4. BBC- Health:What Is Nicotine
  5. Nicotine Addiction and Withdrawel - Medline Plus
  6. BBC- Health:What Is Nicotine
  7. Centre for Disease Control and Prevent - Nicotine Addiction Statistics