ნიკორთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკლესია ნასოფლარზე.

ნიკორთინასოფლარი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტილიანას აუზში, სოფელ ოსიაურის ჩრდილოეთით.

ნასოფლარი ნიკორთი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ტილიანას აუზში, ოსიაურის ჩრდილოეთით მდებარეობს. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები ამ სოფელს არ იცნობენ, ის არც სხვა ისტორიულ და ეკონომიკური ხასიათის ძეგლებში გვხვდება.

1930 წლის 15 ნოემბრისთვის აქ ცხოვრობდა 21 კომლი, სულ 96 კაცი. მოსახლეობა, ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით მთლიანად ქართულია. ნიკორთში სახლობდნენ გვარები: გელაშვილი, გორგაძე, გოგოლაძე, ბუხრიკიძე, კურტანიძე.

XX საუკუნის 40–იან წლებში მოსახლეობა გადაასახლეს ახალციხის მხარეში და სოფელი მოიშალა.

ნასოფლარ ნიკორთის ტერიტორიაზე მდებარეობს ნიკორთის ღვთისმშობლის შობის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაცაბიძე თ., ოსიაური, ხაშური, 2013 წ. გვ. 20
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ. ხაშურის მოამბე, 20 მაისი, 2019, № 20, გვ. 4
  • ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022