შინაარსზე გადასვლა

ნიკოპოლი (კურტიზანი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოპოლი (დ. დაახლ. ძვ. წ. 150) — სავარაუდოდ ბერძნული წარმოშობის რომაელი ჰეტერა.[1]

დიდი ალბათობით განთავისუფლებული ბერძენი მონა, რომელმაც პროსტიტუციით დიდი ქონება მოიპოვა.[2] ერნსტ ბადიანის მიხედვით ნიკოპოლი მისი ნამდვილი სახელი არ უნდა ყოფილიყო.[3]

ცნობილია როგორც ახალგაზრდა სულას სავარაუდო საყვარელი და ფინანსურად მხარდამჭერი. იმ პერიოდისათვის, როდესაც ის მომავალი მხედართმთავრის საყვარელი გახდა, ნიკოპოლი უკვე დამოუკიდებელი და მდიდარი ქალი იყო.[4] სიკვდილის შემდეგ საკუთარი ქონება სულას დაუტოვა. მათი ურთიერთობა და მისი სიმდიდრის სულას კარიერაზე გავლენა ამ უკანასკნელზე საუბრისას ხშირად განიხილება. ნიკოპოლისა და სულას დედინაცვლის ქონება იყო ის, რამაც სულას პოლიტიკური წარმატებისაკენ გაუკაფა გზა.[5]

ნიკოპოლი პერსონაჟია მწერალ კოლინ მაკ-კალოის ნოველაში - „რომის პირველი ადამიანი“.[6]