ნიკოლსკის ბაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლსკის ბაღი (რუს. Никольский сад) — ბაღი სანქტ-პეტერბურგში, დაარსდა XVIII საუკუნეში. იგი მდებარეობს კრიუკოვის არხსა და გრიბოედოვის არხების ნაპირებს შორის, რიმსკი-კორსაკოვის გამზირსა და ნიკოლსკის გადაკვეთაზე, კერძოდ ნიკოლსკის მოედანზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1753-1762 წლებში ნიკოლსკის საზღვაო ტაძარი აშენდა პარკის ცენტრში, რომლისგანაც პარკმა თავისი სახელი დაერქვა. 1755-1758 წლებში კრიუკოვის არხის მოპირდაპირე მხარეს, ოთხიარუსიანი სათვალთვალო სამრეკლო აშენდა[1]. დღეს, ის სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი სიმბოლოა. 1873 წელს, ნიკოლსკის ნაკვეთის ჩრდილოეთით, ცარიელ მოედანზე ვაჭარმა ო. ტუპიკოვმა გააშენა სკვერი. შემდგომ იმპერატორის სურვილით, რომელიც ესწრებოდა სკვერის გახსნას, ის შეუერთდა ნიკოლსკის ბაღს. პარკის განლაგება ლანდშაფტ-რეგულარულია[2]. 1874-1875 წლებში ბაღის რეკონსტრუქცია განხორციელდა. ბაღის გახსნის ცერემონიალზე იმპერატორს სურდა, გაეერთიანებინა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის საეკლესიო ბაღი უშუალოდ მთლიან ბაღის კომპლექსთან, აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნოდა სამეფო ოჯახს. სამღვდელოება უარზე იყო, მათ არ სურდათ საეკლესიო ადგილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ქცეულიყო ამიტომ იმპერატორი იძულებული გახდა უარი ეთქვა[2].

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წელს ნიკოლსკის ტაძრის გალავნის მიღმა, გაიხსნა გრანიტის ობელისკი, ცუსიმის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ტაძრის ღობესთან ასევე არის განლაგებული ოქტომბრის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის მონაწილეების საერთო მემორიალური საფლავი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Санкт-Петербург Никольский собор
  2. 2.0 2.1 Никольский сад на petergid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-18. ციტირების თარიღი: 2019-02-17.
  3. Никольский сад в Энциклопедии Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-03. ციტირების თარიღი: 2019-02-17.