ნიკოლო დელ აბატე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პროზერპინეს მოტაცება“. ზეთი, ტილო. 196 x 215 სმ (ლუვრი, პარიზი)

ნიკოლო დელ აბატე (იტალ. Niccolò dell'Abbate; დ. დაახლ. 1512, მოდენა, — გ. 1571, ფონტენბლო) — იტალიელი მხატვარი.

სწავლობდა მშობლიურ მოდენაში, საბოლოოდ კი მისი შემოქმედებითი ხედვა კორეჯოსა და პარმიჯანინოს ზეგავლენით ჩამოყალიბდა ბოლონიაში (1544-1552). აქ აბატე ხატავდა პორტრეტებს, ასევე ფრესკებს მანიერიზმის სტილში შესრულებული პეიზაჟებითა და ფიგურული კომპოზიციებით. 1522 წელს საფრანგეთის მეფე ანრი II-ის მიწვევით შეუერთდა პრიმატიჩოს ხელმძღვანელობით ფონტენბლოს სასახლის გაფორმებაზე მომუშავე მხატვართა ჯგუფს. მის მიერ ფონტენბლოში შესრულებული ფრესკების დიდი ნაწილი დაკარგულია. საფრანგეთში აბატე სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. მისმა მითოლოგიური სიუჟეტებით სავსე პეიზაჟებმა დიდი გავლენა მოახდინა კლასიკური ფრანგული ფერწერის ტრადიციებზე, მათ შორის, კლოდ ლორენისა და ნიკოლა პუსენის შემოქმედებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Béguin S., Piccinini F. Nicolò Dell’Abate: storie dipinte nella pittura del Cinquecento tra Modena e Fontainebleau. Cinisello Balsamo։ Silvana, 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]