ნიკოლო ამანიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლო ამანიტი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1966
დაბადების ადგილი რომი, იტალია
საქმიანობა მწერალი
ენა იტალიური
ეროვნება იტალიელი
მოქალაქეობა  იტალია[1]
ჟანრი რომანი
ჯილდოები სტრეგის პრემია, ვიარეჯოს პრემია და Dessì Prize
მეუღლე ლორენცა ინდოვინა
საიტი niccoloammaniti.it

ნიკოლო ამანიტი (იტალ. Niccolò Ammaniti; დ. 25 სექტემბერი, 1966) — იტალიელი მწერალი. ვიარეჯოს პრემიისა და პრემია სტრეგას მფლობელი.

ცნობილი გახდა 2001 წელს გამოცემული რომანით „Io non ho paura“ (არ მეშინია),[2] რომლის მიხედვითაც გაბრიელე სალვატორესმა იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლო ამანიტი დაიბადა რომში. სწავლობდა ბიოლოგიურ მეცნიერებებს, მაგრამ ხარისხი არ მოუპოვებია.[3] მისი პირველი რომანი Branchie 1994 წელს Ediesse-მ გამოსცა, ხოლო 1997 წელს Einaudi-მ.[4] სავარაუდოდ, ნაწარმოები მისი დისერტაციის ადაპტაცია იყო.[3][5] 1999 წელს რომანის მიხედვით იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.[3] 1995 წელს ამანიტიმ მამასთან, მასსიმოსთან ერთად ესე Nel nome del figlio დაბეჭდა.[4] 1996 წელს მის დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში Cresceranno i carciofi a Mimongo.[3]

ამანიტიმ ლუისა ბრანკაჩიოსთან ერთად მცირე რომანი დაწერა, რომელიც ანთოლოგიაში Gioventù Cannibale გამოქვეყნდა.[3] იმავე წელს ამანიტიმ მოთხრობების კრებული Fango გამოსცა.

1999 წელს დაიბეჭდა რომანი Ti prendo e ti porto via, ხოლო 2001 წელს დაწერილი რომანის, Io non ho paura მიხედვით ავტორს ვიარეჯოს პრემია გადაეცა. რომანის მიხედვით გაბრიელე სალვატორესმა 2003 წელს იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.[3][4]

2006 წელს გამოცემული წიგნისთვის, Come Dio comand ავტორს პრემია სტრეგა გადაეცა. გაბრიელე სალვატორესმა ამ რომანის მიხედვითაც გადაიღო ფილმი. 2009 წელს ამანიტის მეხუთე რომანი, Che la festa cominc გამოიცა. 2010 წელს ამანიტიმ მე და შენ გამოსცა, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით ბერნარდო ბერტოლუჩიმ იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

2015 წელს ამანიტიმ მეშვიდე რომანი ანნა გამოსცა.

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. LIBRIS — 2012.
  2. O'Grady, Desmond. (10 May 2003) How to succeed without really failing. ციტირების თარიღი: 10 January 2017
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Niccolò Ammaniti it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2008.
  4. 4.0 4.1 4.2 Biography. ციტირების თარიღი: 15 August 2015.
  5. Niccolò Ammaniti, "Ai miei lettori", Branchie, Torino, Giulio Einaudi editore, 1997.