ნიკოლოზ VIII

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ VIII (გვარად ამილახვარი) (გ. 1705) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1678-1688 და 1692-1695 წლებში. კახეთის მეფემ ერეკლე I-მა ორჯერ დაიკავა ქართლი, ორჯერვე გადააყენა ნიკოლოზ VIII და მის მაგიერ თავისი ბიძა იოანე დანიშნა. ვახტანგ VI-მ 1705 წელს სცადა ნიკოლოზ VIII აღდგენა, მაგრამ იგი საეკლესიო წრეებმა უარყვეს. 1687 წელს ნიკოლოზ VIII-ს შეუდგენია თავისი ნაშრომ-ნაღვაწის აღმნუსხველი დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ მას მცხეთის მეურნეობის აღდგენისა და სასოფლო ეკლესიების მშენებლობისათვის დიდი სამუშაო შეუსრულებია: აღუდგენია სასახლეები, აუშენებია მარნები, წისქვილები, გაუშენებია ზვრები, ბაღები, გაუყვანია სარწყავი არხები, აღუდგენია ნასოფლარები და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]