ნიკოლოზ წილოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნიკოლოზ (ნიკო) იოსების ძე წილოსანი (დ. 1847 — გ. 17 მარტი, 1893, თბილისი, დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე[1]) — ქართველი სამხედრო ტოპოგრაფი, არქეოლოგი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმომავლობით თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. მამამისი იყო აღმოსავლური ენების სპეციალისტი და ყოფილი მამლუქი იოსებ წილოსანი. ნიკოლოზ წილოსანმა 1860 წელს დაიწყო სამსახური ტოპოგრაფთა ასეულში, ხოლო 1866 წელს მიიღო ტოპოგრაფის წოდება. მონაწილეობდა კავკასიის არმიის საბრძოლო მოქმედებებში. 1879 წელს დაინიშნა კავკასიის სამთო სამმართველოს აგეგმვითი სამუშაოების ინსპექტორის თანაშემწედ და ხაზვითი სამუშაოების ნაწილის გამგედ, შემდეგ — კავკასიის მხარის სამხედრო-სახალხო სამმართველოს აგეგმვითი სამუშაოების ინსპექტორად. იმავდროულად, ირიცხებოდა ყუბანის კაზაკთა ჯარში (პოლტავის ცხენოსანი პოლკის სოტნიკი, 1876 წლიდან — ყუბანის ცხენოსანი პოლკის ესაული), მოგვიანებით — არმიის კავალერიაში. 1880 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1883 წელს — პოლკოვნიკის წოდება.

დაინტერესებული იყო კავკასიის სიძველეებით და არქეოლოგიით. აწარმოებდა გათხრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბარდავის და დერბენდის მიდამოებში. მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის არქეოლოგთა V ყრილობაში, რომელიც 1881 წელს თბილისში გაიმართა. 1892 წელს იყო კუკიის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე წმინდა ნინოს ეკლესიის მშენებლობის სამზრუნველოს წევრი-ხაზინადარი.[2] წილოსანი ასევე იყო ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის საეკლესიო-სამრევლო სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარე. გარდაიცვალა 1893 წელს. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ., წმ. ვლადიმერის IV (1887) და წმ. სტანისლავის II (1890) ხარისხის ორდენები.

ცოლად ჰყავდა ცნობილი ქველმოქმედის, გიორგი ქართველიშვილის ასული მელანია. მათი შვილი იოსებ წილოსანი — კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი — I მსოფლიო ომის დროს მოხალისედ ჩაირიცხა ქართულ ცხენოსან პოლკში და დაიღუპა გენ. ბარათოვის ლაშქრობის დროს სპარსეთში 1917 წლის 7 მარტს (დაკრძალეს დიდუბეში).[3]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Цилоссани Н.О. Дневник раскопок, веденных в Южном Дагестане. // Труды предварительных комитетов V Археологического съезда. — М., 1882, — С.461-473.
  • Цилоссани Н.О. Исследования на предполагаемой местности древнего Бердаа. // Труды предварительных комитетов V Археологического съезда. — М., 1882, — С.495-498.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Императорское Московское археологическое общество в первое пятидесятилетие его существования (1864-1914 гг.) / Под ред. П.С. Уваровой и И.Н. Бороздина. Т. 2. - Москва : скоропеч. А.А. Левенсон, 1915. - გვ. 396.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]