შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაჩიკაშვილი.

ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილი (გ. 1810) — ქართველი მწიგნობარი.

მოღვაწეობდა XVIII -XIX საუკუნეში. გადაწერილი აქვს უმეტესად სასულიერო შინაარსის წიგნები: კურთხევანი, 1758 წლისა (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A- 1465), თვეთა მეტყველება 1802 წლისა (A-1321); კურთხევანი 1760 წლისა (A-465); აგრეთვე საერო შინაარსის წიგნები: მსოფლიო ისტორია 1769 წლისა (A-657), წიგნი ისტორია-ზნეობრივი არაკების კრებული, 1793 წლისა (A-1168). 1774-1779 წლებში შეადგინა და თავისი ხელით გადაწერა სადევგმირო და სამიჯნურო თხზულებების (შაჰნამე, ბაამიანი, ყარამანიანი, ბარამიანი, ბარამგურიანი, ჩარდარვიშიანი, თამარიანი და სხვ.) დიდი კრებული (A-858, 860, 999) წერდა მხედრულად და ნუსხურად. იმ დროისათვის ცნობილი გადამწერები იყვნენ მისი ვაჟებიც: კორნილიე ანუ კორნილიოსი და თომა.

იყო კათოლიკე, რის გამოც დევნიდნენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]