ნიკოლოზ ქარსანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ქარსანოვი
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1923 (1923-10-03) (100 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ნიკოლოზ ქარსანოვი (დ. 3 ოქტომბერი, 1923, ცხინვალი — გ. 2001) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1946-1949 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ორდინატორი. 1949-1954 წლებში კარდიოლოგიის უნივერსიტეტის კლინიკური განყოფილების კლინიკური ორდინატორი. 1954-1956 წლებში უმცროსი, 1956-1965 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1965-1967 წლებში კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის უნივერსიტეტის ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1967-1972 წლებში ლაბორატორიის გამგე. 1972 წლიდან სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის დამაარსებელი, სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სკოლის შემქმნელი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1964 წელს "მიოკარდიუმის შეკუმშვადი და სარკორლაზმური ცილები გულის ნაკლოვანების დროს და პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში".

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუსეთის ფედერაციის სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1996-)
  • საქართველოს სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1972-)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1984 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 — შრომის წითელი დროშის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 322

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]