ნიკოლოზ ფირადაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ფირადაშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1926, ველისციხე) — ქართველი ექიმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1948-1950 წლებში იყო კურორტ ჯავას ექიმი-ორდინატორი. 1951-1952 წლებში სანატორიუმ „ჯავას“ მთავარი ექიმი. კურორტ კვაისის სამედიცინო ნაწილის პოლიკლინიკის გამგე. 1952-1955 წლებში სისხლის გადასხმის ინსტიტუტის კლინიკური ორდინაროტი. 1956-1958 წლებში რუსთავის მედიცინის სან. ნაწილის თერაპიული განყოფილების გამგე. 1958-1960 წლებში რენტგენ-რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. 1966-1969 წლებში კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი, 1969-1977 წლებში სხივური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1977-1996 წლებში ონკოლოგიური ცენტრის ჰემობლასტოზების განყოფილების ხელმძღვანელი, 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა მედიკამენტოზური მკურნალობის განყოფილებას. ავტორია 143 სამეცნიერო ნასრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „სისხლის წარმოქმნის ფუნქციური თავისებურებანი ცენტრალური ნერვული სისტემის მკვეთრი მოშლის შემთხვევაში“, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1960. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია, დანერგილი აქვს მკურნალობის ახალი მეთოდები. საკავშირო მნიშვნელობის გამომგონებელი. ონკოლოგ-რადიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სისხლის წარმოქმნის ფუნქციონალური თავისებურებანი სისხლის მრავალჯერადი გამოკვებისა და გადასხმისას კვებითი და დამცველობითი რეფლექსების ურთიერთქმედების შემდეგ“, დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ლიმფოგრანულომატოზი“, დაიცვა 1965 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1970 — მედალი „ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო“
  • პროფესორ ღვამიჩავას სახელობის II ხარისხის პრემია
  • მედალი „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 275

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]