ნიკოლოზ ტრუბეცკოი
| ნიკოლოზ ტრუბეცკოი | |
|---|---|
| რუს. Николай Сергеевич Трубецкой | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 4 (16) აპრილი, 1890[1] [2] [3] [4] [5] |
| დაბ. ადგილი | მოსკოვი, რუსეთის იმპერია[6] |
| გარდ. თარიღი | 25 ივნისი, 1938[6] [1] [2] [3] [4] (48 წლის) |
| გარდ. ადგილი | ვენა, Austria in Nazi Germany[6] |
| დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, phonologist, ფილოსოფოსი, ფილოლოგი[7] , ეთნოლოგი[7] და მწერალი[8] |
| მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი და სოფიის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[7] |
| მამა | Sergei Nikolaevich Trubetskoy |
| დედა | Praskovya Obolenskaya |
ნიკოლოზ სერგეის ძე ტრუბეცკოი (რუს. Николай Сергеевич Трубецкой; დ. 4 (16) აპრილი, 1890, მოსკოვი — გ. 25 ივნისი, 1938, ვენა) — რუსი ენათმეცნიერი.
1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი, 1913-1914 ლექციებს ისმენდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი (1915-1916), როსტოვის უნივერსიტეტის პროფესორი (1918), 1922 წლიდან სლავისტიკის კათედრას ხელმძღვანელობდა ვენაში, ვენის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1930), პრაღის საენათმეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ლიდერი. იკვლევდა როგორც ცალკეულ ენებს (სლავურ, ჩრდილოკავკასიურ), ისე ზოგადსაენათმეცნიერო პრობლემებს. ი. ბოდუენ დე კურტენესა და ფ. დე სოსიურის ლინგვისტურ მოძღვრებათა გავლენით ჩამოაყალიბა სტრუქტურული ფონოლოგიის პრინციპები. ტრუბეცკოის სახელთან არის დაკავშირებული მორფონოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ლინგვისტური დისციპლინის, შექმნა. აქვს მნიშვნელოვანი ნაშრომები მთის იბერიულ-კავკასიური ენების ლექსიკისა და ფონოლოგიური სისტემების შესახებ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 61-62.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 KNAW Past Members
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- 1 2 3 Трубецкой Николай Сергеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118802801 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.