ნიკოლოზ ტროიანოვი
| ნიკოლოზ ტროიანოვი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
16 დეკემბერი, 1921 Novgorod County |
| გარდაცვალების თარიღი |
25 მარტი, 2016 (94 წლის) მიკოლაივი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | მოსკოვის შჩეპკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი |
| საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
| ჯილდოები | საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1957) |
ნიკოლოზ ტროიანოვი (დ. 16 დეკემბერი, 1921, კოსიცკოე, — გ. 25 მარტი, 2016) — საბჭოთა და უკრაინელი მსახიობი და რეჟისორი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მოღვაწეობდა. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1957).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წელს დაამთავრა სოფელ კოსიცკოეს საშუალო სკოლა. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1946-1950 წლებში სწავლობდა მოსკოვის მცირე თეატრთან არსებულ მ. შჩეპკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში.
1950-1960 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პეტრე (მ. გორკის „უკანასკნელნი“), ნიკოლაი კორშუნოვი (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ტრეპლიოვი (ა. ჩეხოვის „თოლია“), ზვინარი (სტეპანოვის „პორტარტური“), თორღვა (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), დონ ხუანი (კალდერონის „სიყვარულთან არ ხუმრობენ“) და სხვა. ამავე პერიოდში პარალელურად მუშაობდა ყოფილ პლეხანოვისა და ა/კ რკინიგზის სამმართველოს კლუბთან არსებულ დრამატულ წრეებში, როგორც რეჟისორი, სადაც დადგა სპექტაკლები: ა. ოსტროვკის „ჭექა-ქუხილი“, „შულგინას ქორწინება“, ა. აფინოგენოვის „მაშენკა“ და სხვა. 1960 წლიდან იყო ქ. ნიკოლაევის (უკრაინა) ვ. პ. ჩკალოვის სახელობის თეატრის მსახიობი; 1964 წელს დააარსა მშენებელთა კულტურის სახლთან არსებული დრამატული სტუდია, 1969 წლიდან — სახალხო დრამატული თეატრი; 1974 წელს დატოვა თეატრის პროფესიონალურ სცენა და გააგრძელა მოღვაწეობა თავის დაარსებულ სახალხო თეატრში, სადაც ასზე მეტი სპექტაკლი დადგა (ერთაქტიანი და მრავალაქტიანი, უმეტესად კლასიკოსი მწერლების); მის კალამს ეკუთვნის ოცამდე პიესა, გამოსცა ექვსი წიგნი, გამოაქვეყნა თორმეტი ნაწარმოები თეატრისთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1991. გვ. 49
- ვიკიპედია — თავისუფალი ენციკლოპედია: https://ru.wikipedia.org/wiki/
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2001 — ქ. ნიკოლაევის საპატიო მოქალაქე
- 1957 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 16 დეკემბერი
- დაბადებული 1921
- გარდაცვლილი 25 მარტი
- გარდაცვლილი 2016
- ქართველი მსახიობები
- ქართველი რეჟისორები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- მსახიობები ანბანის მიხედვით
- ლენინგრადის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- შრომის ვეტერანის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები