შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ სტოლიაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ სტოლიაროვი (დ. 22 მაისი, 1922, ყაზანი— გ. 23 თებერვალი, 1993) — რუსი სამხედრო მფრინავი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (1944, 1945), პოდპოლკოვნიკი (1953).

1941 წელს დაამთავრა სვერდლოვსკის სამხედრო საავიაციო სკოლა. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა კალინინის, ვორონეჟის, სტეპის, უკრაინის I და II ფრონტებზე. შეასრულა 180 საბრძოლო გაფრენა. 1954 წელს დაამთავრა სამხედრო-საჰაერო აკადემია და მსახურობდა ავიაციაში სამეთაურო თანამდებობებზე. 1956 წლიდან გავიდა თადარიგში.