ნიკოლოზ სლოვინსკი
| ნიკოლოზ სლოვინსკი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 23 მაისი (5 ივნისი), 1903 |
| დაბ. ადგილი | ტფილისი, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 1989 |
| გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ინჟინერი[1] |
| მუშაობის ადგილი | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი |
| სამეცნიერო ხარისხი | ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
| შვილ(ებ)ი | ალექსანდრე სლოვინსკი (იხ. სამეული) |
| ჯილდოები |
|
| სამეცნიერო სფერო | ინჟინერია (ხიდმშენებლობა) |
ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სლოვინსკი (დ. 23 მაისი (5 ივნისი), 1903, თბილისი — გ. 1989, იქვე) — საბჭოთა ინჟინერი, ხიდმშენებელი და მეცნიერი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1976). საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1960). სკკპ წევრი 1945 წლიდან.
1928 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობათა ინსტიტუტებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მისი უშუალო მონაწილეობით აიგო ხიდები დონზე, თერგზე, ლიახვზე, მტკვარზე (მ. შ. ჩელიუსკინელთა სახელობის ხიდი, ახლანდელი თამარ მეფის ხიდი), თბილისის სანაპიროები, რეკონსტრუირებულია თბილისის ძირითადი მაგისტრალები, მოედნები და სხვა.
ხიდთმშენებლობაში ახალი ტიპის კონსტრუქციების გამოყენებისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად 1976 წელს მიენიჭა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. მიღებული აქვს „საპატიო ნიშნის“ ორდენი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Российский В. А., Назаренко Б. П., Словинский, Н. А. Примеры проектирования сборных железобетонных мостов. — 2-ое изд. — М.: Высшая школа, 1970.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 439.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ აროშიძე, პაატა. ნიკოლოზ სლოვინსკი. კარგ ქართველთა საფლავები (2 აპრილი, 2025). ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2025
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- დაბადებული 5 ივნისი
- დაბადებული 1903
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 1989
- თბილისში გარდაცვლილები
- საბჭოთა ინჟინრები
- ქართველი ინჟინრები
- საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ტექნიკურ მეცნირებათა დოქტორები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინრები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები