შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ სემიონოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ სემიონოვი
დაბ. თარიღი 3 (15) აპრილი, 1896[1]
დაბ. ადგილი სარატოვი, სარატოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2]
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 1986(1986-09-25)[3] [4] [5] [6] (90 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი, ქიმიკოსი, პროფესორი[1] და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი[7] , ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იოფეს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი[8] , სემენოვის სახელობის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტი[9] , მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი, სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, Znanie (All-Union Society) და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია[10]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი და Q4406448?
განთქმული მოსწავლეები იაკოვ ზელდოვიჩი, იური ბორისოვიჩი, Viktor Nikolaevič Kondratʹev, დავიდ ფრანკ-კამენეცკი, Nikolay Emanuel, Alexander Filippovich Walter, არამ ნალბანდიანი, Николай Ениколопов და ვლადისლავ ვოევოდსკი
მეუღლე Maria Liverovskaya
ჯილდოები სტალინური მე-2 ხარისხის პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ნობელის პრემია ქიმიაში[11] [12] , შრომის წითელი დროშის ორდენი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, ლენინური პრემია, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენი, სტალინური მე-2 ხარისხის პრემია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13]

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე სემიონოვი (რუს. Николай Николаевич Семёнов; დ. 3 (15) აპრილი1896, სარატოვი, რუსეთის იმპერია — გ. 25 სექტემბერი, 1986, მოსკოვი, რსფსრ) — რუსი ქიმიკოსი და ფიზიკოსი. აკადემიკოსი 1932 წლიდან; წევრ-კორესპოდენტი 1929 წლიდან, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი 1963-1971 წლებში. ნობელის პრემიის ლაურეატი (1956).

1917 წელს დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტი. 1920-1931 წლებში იყო ლენიგრადის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის გამგე. 1931 წლიდან სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1920-1932 წლებში ასევე მუშაობდა ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1944 წლიდან მოსკოვის უნივერსტიტეტის პროფესორი.

სემიონოვის გამოკვლევები ეძღვნება ქიმიურ ფიზიკას, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც ის ითვლება. მან შეასრულა ფუნდამენტური შრომები წვისა და აფეთქების ქიმიური კინეტიკის სფეროში. 1926-1932 წლებში სემიონოვმა აღმოაჩინა განშტოებადი ჯაჭვური ქიმიური რეაქციები და შემდგომ წლებში ააგო განშტოებადი, გადაგვარებად-განშტოებადი და არაგანშტოებადი ჯაჭვური რეაქციების საერთო თეორია, რისთვისაც 1956 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მანვე გახსნა დიდი რაოდენობით ჯაჭვური და რადიალური რეაქციების ქმიური მექანიზმი, გახსნა ქიმიური რეაქციები ენერგეტიკული განშტოებებით. 1976 წელს შრომებისთვის რთული ქიმიური რეაქციების სფეროში მიენიჭა ლენინური პრემია.

ნ. სემიონოვმა საფუძველი ჩაუყარა წვისა და აფეთქების თანამედროვე თეორიას. 1928 წელს მოახდინა სითბური აფეთქების კრიტიკული პირობების ფორმულირება, გაიანგარიშა აფეთქებისწინა გახურება. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ფუნდამენტური ნაშრომები ქიმიურ ფიზიკაში, რომელთა საფუძველზე გადაიჭრა მრავალი ტექნიკური პრობლემა. 1921 წელს პ. კაპიცასთან ერთად შექმნა მაგნიტური ველის პარამაგნიტურ ნაწილაკებზე ზემოქმედების ცდის სქემა, რომელიც შემდგომში ცნობილია, როგორც შტერნ-გერლახის ცდა. სემიონოვი ითვლება მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო სკოლის შემქმნელად.

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნ. სემიონოვი იყო ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1966, 1976), საზღვარგარეთის მრავალი სამეცნიერო აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წევრი, საზოგადოება „ზნანიეს“ გამგეობის თავმჯდომარე. მას მიღებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო პრემიები (1941, 1949), ლომონოსოვის ოქროს მედალი (1970).

  • გორდეზიანი კ., ხეცურიანი თ., „საბჭოთა ფიზიკოსები — ნობელის პრემიის ლაურეატები“, თბ., 1990, გვ. 17-18
  1. 1.0 1.1 1.2 https://www.chemie.de/lexikon/Nikolai_Nikolajewitsch_Semjonow.html
  2. Семёнов Николай Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. Encyclopædia Britannica
  4. SNAC — 2010.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Дубовицкий Ф. И. Институт химической физики. Очерки историиЧерноголовка: 1992. — С. 7. — 812 с.
  8. Дубовицкий Ф. И. Институт химической физики. Очерки историиЧерноголовка: 1992. — С. 8. — 812 с.
  9. Дубовицкий Ф. И. Институт химической физики. Очерки историиЧерноголовка: 1992. — С. 11, 793. — 812 с.
  10. Летопись Российской академии наук. Т. VII. 1946—1953Москва: Архив Российской академии наук, 2022. — С. 754. — 896 с. — ISBN 978-5-6046932-6-1
  11. The Nobel Prize in Chemistry 1956Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 320.