ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლი (ბატაისკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლი
რუს. Памятник Николаю Чудотворцу
კოორდინატები 47°06′40″N 39°45′40″E / 47.111° ჩ. გ. 39.7611° ა. გ. / 47.111; 39.7611
მდებარეობა ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი ისაკოვი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 3 მეტრი
თარიღდება 2008

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლი (რუს. Памятник Николаю Чудотворцу) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი დამზადებულია ბრინჯაოსაგან. მისი ოფიციალური გახსნა გაიმართა 2008 წელს. ძეგლის ავტორია სერგეი ისაკოვი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 26 სექტემბერს როსტოვის ოლქის ქალაქ ბატაისკში გაიმართა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლის გახსნა. წმინდანი დაიბადა დაახლოებით 280 წელს ქრისტიანის ოჯახში, მის მშობლებს ერქვათ თეოფანე და ნონა. მისი ოჯახი ცხოვრობდა მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე ქალაქ პატარიში (თანამედროვე თურქეთი). ნიკოლოზი ცნობილი გახდა თავისი კეთილი საქმეებით და სასწაულებით.

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლი დგას ქალაქის მოედანზე, იგი ავსებს ქალაქის არქიტექტუტულ-კულპტურულ ანსამბლს. ძეგლის დასამზადებლად გამოყენებულია ბრინჯაო. ძეგლს ამზადებდნენ მოსკოვის სახელოსნოში. ძეგლის სიმაღლეა 3 მეტრი, ხოლო მასა - სამი ტონა.

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლი გვხვდება ასევე რუსეთის სხვა ქალაქებში: ომსკი, მაიკოპი, ტამბოვი, სერგიევ-პოსადი, ეისკი, ასევე ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში და კურილიის კუნძულებზე[1].

ძეგლი გაიხსნა ქალაქ ბატაისკის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში[2].

გახსნა გაიმართა ქალაქის კულტურის სახლის წინ. წამოაყენეს წინადადება მიმდებარე მოედნისათვის ეწოდებინათ წმინდანის სახელი. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ძეგლის გახსნა მოხდა მისი სახელობის ტაძრის გასნის წინ[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]