ნიკოლოზ რუკავიშნიკოვი
ნიკოლოზ რუკავიშნიკოვი (დ. 18 სექტემბერი, 1932, ტომსკი — გ. 2002) ― საბჭოთა კოსმონავტი, მფრინავი, ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (1971, 1974), ბულგარეთის სოციალისტური რესპუბლიკის გმირი (1979).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1957 წელს დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტი. 967 წლიდან იყო კოსმონავტთა რაზმში. 1971 წლის 23-25 აპრილს ვ. შატალოვსა და ა. ელისეევთან ერთად იფრინა კოსმოსში „სოიუზ-10-ით“. ფრენისას მოხდა შეპირაპირება სამეცნიერო სადგურ „სალუტთან“. მეორედ 1974 წლის 2-8 დეკემბერს ა. ფილიპჩენკოსთან ერთად იფრინა კოსმოსში „სოიუზ-16-ით“. ფრენისას მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ერთობლივი პროგრამის „სოიუზ-აპოლოს“ მიხედვით შექმნილი ახალი შესაპირაპირებელი აგრეგატის გამოცდაში. მესამედ კოსმოსში იფრინა 1979 წლის 10-12 აპრილს ბულგარელ კოსმონავტ გ. ივანოვთან ერთად „სოიუზ-33-ით“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 468.