ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი
Muziy SPb 2010 3196.jpg
კოორდინატები: 59°55′29″ ჩ. გ. 30°20′27″ ა. გ. / 59.92472° ჩ. გ. 30.34083° ა. გ. / 59.92472; 30.34083
დაარსდა 1971
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810110000
დირექტორი ნ. კოსტენკო
ვებსაიტი rkorsakov.ru

ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი (რუს. Музей-квартира Н. А. Римского-Корсакова) — მუზეუმი სანქტ-პეტერბურგში. ეძღვნება რუსი კომპოზიტორის ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ცხოვრებასა და შემოქმედებას. არის სანქტ-პეტერბურგის თეატრისა და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი.

მუზეუმი განთავსებულია ეზოს ფლიგელში მისამართზე ზაგოროდნის პროსპექტი, 28. ამ სახლში კომპოზიტორმა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვმა 1893-1908 წლებში დაწერა 11 ოპერა, აქ იმართებოდა ცნობილი „კორსაკოვის გარემოცვის“ შეხვედრები[1].

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

№ 39 ბინაში, საშემოსავლო სახლის მესამე სართულზე, რომელიც ეკუთვნოდა გენერალ ვასილი ლავროვის მეუღლეს, რიმსკი-კორსაკოვი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად გადავიდა 1893 წელს[2][3]. თვეში ორჯერ უცნაურ გარემოში იგი აქ მართავდა შემოქმედებით საღამოებს, სადაც იკრიბებოდნენ ცნობილი კომპოზიტორები, მხატვრები, მომღერლები და მუსიკოსები. ბინას სტუმრობდნენ: სერგეი რახმანინოვი, ალექსანდრე გლაზუნოვი, ალექსანდრე სკრიაბინი, იგორ სტრავინსკი, ილია რეპინი და თედორე შალიაპინი. კომპოზიტორის მეუღლე ნადეჟდა რიმსკაია-კორსაკოვა აკომპანიმენტს უწევდა შალიაპინს, ნადეჟდა ზაბელა-ვრუბელი და ევგენია მრავინა ძველ როიალს უკრავდნენ[4].

აღნიშნულ ბინაში რომსკი-კორსაკოვმა დაწერა თავისი 15 ოპერიდან 11[5][6][7]. კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ შეინახა და სისტემაში მოიყვანა მისი ხელნაწერები, სანოტო ბიბლიოთეკა, წერილები, ფოტოები, ფასიანი საჩუქრები და საოჯახო რელიქვიები. ეს არქივი საფუძვლად დაედო კოპოზიტორის სახლ-მუზეუმს[8].

1908 წელს ნადეჟდა ნიკოლოზის ასული იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო შვილთან, ხოლო კომპოზიტორის ბინა კომუნალურ საცხოვრებლად აქციეს[2]. 1971 წელს ბინიდან მოსახლეობა გაასახლეს, ხოლო ამავე წლის 27 დეკემბერს რიმსკი-კორსაკოვის შთამომავლების ინიციტივით სანქტ-პეტერბურგის თეატრისა და მუსიკალური ხელოვნების მუზეუმმა ბინაში გახსნა თავისი პირველი ფილიალი[9].

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი იყოფა სამ ნაწილად: მემორიალური, საექსპოზიციო და საკონცერტო. მემორიალური ოთახის ინტერიერი აღდგინეს კომპოზიტორის ერთ-ერთი ვაჟის ჩანაწერების მიხედვით, რომელიც გადმოგვცემს ინფორმაციას ავეჯის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ[10]. ოთახის აღჭურვილობა შემოინახეს კომპოზიტორის შთამომავლებმა[11]. მუზეუმის კოლექცია საერთო ჯამში მოიცავს 505 ექსპონატს[1].

მუზეუმის მემორიალურ განყოფილებაში შედის მისაღები, სამუშაო კაბინეტი, სასტუმრო და სასადილო. მისაღების კედლებზე ჩამოკიდებულია შემოქმედებითი გაერთიანების „მტკიცე მუჭის“ წევრების ფოტოები. კაბინეტში სამუშაო მაგიდაზე გადაშლილია ოპერა „ოქროს მამლის“ ხელნაწერი[12]. სასტუმრო ოთახის მთავარი ექსპონატია იაკობ ბეკერის ფირმის როიალი, რომელზეც თავშეყრის პერიოდში უკრავდა სერგეი რახმანინოვი, ალექსანდრე სკრიაბინი, ალექსანდრე გლაზუნოვი, იგორ სტრავინსკი და თავად რიმსკი-კორსაკოვი[2]. სასადილო ოთახის კედებზე განთავსებულია რიმსკი-კორსაკოვის წინაპრების ფოტოები, ხოლო მაგიდაზე - პირადი ჭურჭელი.

საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც მოგვითხრობენ რიმსკი-კორსაკოვის მუშაობის შესახებ[13]. ექსპონატებს შორისაა ოქროს კალამი, რომელიც კომპოზიტორს აჩუქეს ოპერა „მაისის ღამის“ პრემიერის დროს მარინის თეატრში 1880 წლის 9 მაისს. ამ კალმით რიმსკი-კორსაკოვმა დაწერა თავისი ყველა შემდეგი ნაწარმოები[14].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Н.А. Римский-Корсаков. Из семейной переписки. — СПб.: СПб ГБУК «Санкт–Петербургский музей театрального и музыкального искусства», 2008. — 247 с. — (Эпистолярное наследие).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 «Мемориальный музей-квартира Н.А. Римского-Корсакова». Музеи России (2014-11-25). წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  2. 2.0 2.1 2.2 История музея на сайте rimski-korsakov.narod.ru. წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  3. Информация о Музее-квартире Н.А.Римского-Корсакова на сайте Gopiter.ru. წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  4. «Мемориальному музею-квартире Н. А. Римского-Корсакова исполняется 40 лет». ИА Северная Звезда (2011-12-20). წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  5. Информация о мемориальном музее-квартире Н. А. Римского-Корсакова на сайте S-pb.in. წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  6. Ирина Абрамидзе. Описание мемориального музея-квартиры Н.А.Римского-Корсакова на сайте Opeterburge.ru. წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  7. Антон Ворожеев. «Музей-квартира Н.А.Римского-Корсакова». iPeterburg.ru. წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  8. Обзор музея-квартиры Н. А. Римского-Корсакова на сайте In-road.ru. წაკითხვის თარიღი: 2015-03-29.
  9. Страница музея-квартиры Римского-Корсакова. Санкт-Петербургский государственный музей театрального и музыкального искусства. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-04-25. წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  10. «Музею-квартире Н. А. Римского-Корсакова — 40 лет». Iskusstvo.tv. წაკითხვის თარიღი: 2011-12-23.
  11. «Музей-квартира Н. А. Римского-Корсакова». Piterzavtra.ru. წაკითხვის თარიღი: 2011-12-23.
  12. Bgershman. (2010-01-09) «Журнал о классической музыке». Живой Журнал. წაკითხვის თარიღი: 2015-03-12.
  13. Мемориальный музей-квартира Н. А. Римского-Корсакова. წაკითხვის თარიღი: 2015-03-29.
  14. Страница мемориального музея-квартиры Н.А.Римского-Корсакова на сайте Dslov.ru. წაკითხვის თარიღი: 2015-03-29.