ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი
Памятник Пржевальскому
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მოქანდაკე ივან შრედერი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
გახსნის თარიღი 1892
მიძღვნილია ნიკოლოზ პრჟევალსკი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810006008

ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი (რუს. Памятник Пржевальскому) — რუსი მოგზაურის, გეოგრაფის, ცენტრალური აზიის მკვლევარისა და ბუნებისმცოდნის ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის საადმირალოს რაიონში, ალექსანდრეს ბაღში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსი მოგზაურის, გეოგრაფისა და ცენტრალური აზიის მკვლევარის ნიკოლოზ პრჟევალსკის ძეგლი აღმართეს იმ პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმშავა მისმა მეგობარმა გენერალ-მაიორმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბილდერლინგმა და რომელიც დაამტკიცეს 1891 წლის 13 ივნისს. ძეგლის მოდელი დაამზადა მოქანდაკე აკადემიკოსმა ივან ნიკოლოზის ძე შრედერმა. ძეგლის აღსამართავად შეარჩიეს ალექსანდრეს ბაღი. ძეგლის აღმართვისათვის ფინანსები გაიღო რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ. ივანე შრედერის მოდელის მიხედვით ბრინჯაოს ქანდაკება ჩამოასხეს კ. ბრეტოს ქარხანაში, ხოლო კვარცხლბეკი, რომელსაც გრანიტის კლდის ფორმა აქვს დაამზადეს რობერტ იოჰანეს ძე რუნებერგის ფირმაში „Бюро Вега“.

ძეგლი წარმოადგენს ნიკოლოზ პრჟევალსკის ბრინჯაოს ბიუსტს, რომელიც დგას გრანიტის კვრაცხლბეკზე. კვარცხლბეკთან მდებარეობს აქლემის ბრინჯაოს ფიგურა, რომელსაც ხურჯინი აქვს გადაკიდებული. კვარცხლბეკზე შემდეგი წარწერაა გაკეთებული:

ПРЖЕВАЛЬСКОМУ

первому изслѣдователю
природы

ЦЕНТРАЛЬНОЙ АЗIИ

ძეგლის სიმაღლე შეადგენს 1,5 მეტრს, კვარცხლბეკის სიმაღლე კი — 3,3 მეტრს. ძეგლი გაიხსნა 1892 წლის 20 ოქტომბერს.

თანამედროვე ეპოქაში ძეგლი წარმოადგენს სტუმრობისა და ფოტოგრაფირების პოპულარულ ადგილს. ზოგჯერ, გარეგნული მსგავსების გამო პრჟევალსკის ძეგლი მნახველებს იოსებ სტალინის ძეგლი ჰგონიათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]