ნიკოლოზ პაპალექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ პაპალექსი
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი (2 დეკემბერი) 1880
დაბ. ადგილი სიმფეროპოლი[1]
გარდ. თარიღი 3 თებერვალი 1947(1947-02-03)[1] (66 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო რადიოტექნიკა და ფიზიკა
მუშაობის ადგილი ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სტრასბურის უნივერსიტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია და ლენინის ორდენი

ნიკოლოზ პაპალექსი (რუს. Никола́й Дми́триевич Папале́кси; დ. 2 დეკემბერი, 1880, სიმფეროპოლი — გ. 3 თებერვალი, 1947, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი, საბჭოთა რადიოფიზიკისა და რადიოტექნიკის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1880 წლის 2 დეკემბერს ქალაქ სიმფერეპოლში დაიბადა საბჭოთა რადიოფიზიკისა და რადიოტექნიკის ფუძემდებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე პაპალექსი. პატარა ნიკოლოზი 4 წლისა იყო, როდესაც მამით დაობლდა, ოჯახის ტვირთი და ბავშვის აღზრდა დედას დააწვა. 1899 წელს პაპალექსი პოლტავის გიმნაზიაში ოქროს მედალზე დაამთავრა და უმაღლესი განათლების მისაღბად გერმანიაში გაემგზავრა. იგი სწავლობდა ჯერ ბერლინის, შემდეგ სტრასბურგის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათმატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1904 წელს დაამთავრა.

სტრასბურგის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას იმ დროს ფ. ბრაუნი განაგებდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ პაპალექსის პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში ბრაუნის თემატიკის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ბრაუნთან მუშაობდა აგრეთვე მეორე რუსი ფიზიკოსი მანდელშტამი. ისინი ათი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ბრაუნის ხელმძღვანელობით და ფიზიკის შესანიშნავი სკოლა გაიარეს. ამ პერიოდში პაპალექსმა მიიღო პრივატ-დოქტორის წოდება. პაპალექსი და მანდელშტამი მალე ისე დაახლლოვდნენ რომ პირველი შრომიდან დაწყებული უკანასკნელი შრომაც კი ერთად შექმნეს.

სტრასბურგის პერიოდში პაპალექსი უმთავრესად ელექტრულ რხევებზე მუშაობდა. ერთი წელიწადი მან კემბრიჯში გაატარა და ჯ. თომსონის ხელმძღვანელობით ფლუორესცენციის აგზნების ხანგრძლიობას სწავლობდა. 1911 წელს პაპალექსი პეტერბურგში ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო ზოგადი და გამოყენებითი ფიზიკისა და ქიმიის საკითხებისადმი მიძღვნილ მეორე საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში.

1914 წლის გაზაფხულზე, პირველი მსოფლიო იმპერიალისტური ომის წინ პაპალექსი და მანდელშტამი სამშობლოში დაბრუნდნენ. პაპალექსიმ ჯერ მშობლიურ პოლტავაში გაიარა და შემდეგ პეტერბურგს გაემგზავრა. აქ იგი მიიწვიეს ტელეგრაფებისა და ტელეფონების რუსული საზოგადოების კონსულტანტად და ქარხნის ლაბორატორიის გამგედ, სადაც მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს თავდაცვას მოახმარა.

ნიკოლოზ პაპალექსის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ რიგში დაისვა ინგლისთან და საფრანგეთთან რაადიოკავშირის დამყარების საკითხი, რისთვისაც საჭირო იყო ქარხნის ძირფესვიანად გადაკეთბა. ინგლის-საფრანგეთის რადიომიმღები კი ელექტრონული მილაკების შექმნისა და მათი საშუალებით გამაძლიერებლების აგების გარეშე შეუძლებელი იყო. ეს მილაკები პაპალექსის პროექტითა და უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა. ამ მილაკებს მომხმარებელმა „პაპალექსის მილაკები“ უწოდეს. მათ დიდი სამსახური გაუწიეს რუსეთის არმიის სარდლობას პირველ მსოფლიო ომში.

ასეთი პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად პაპალექსი თეორიული ხასიათის მუშაობასაც ეწეოდა. 1918 წელს პაპალექსი თავის ლაბორატორიასთან ერთად გადავიდა მოსკოვში. იმავე წლის შემოდგომაზე კი მანდელშტამის მიწვევით სამუშაოდ ოდესაში გაემგზავრა. იქ ამ ორი მეცნიერის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს. მძიმე ბლოკადის მიუხედავად პაპალექსიმ ოდესაში მოაწყო ვაკუუმის ლაბორატორია და მიმღები რადიომილაკების სერიული გამოშვება. ასეთ თავდადებულ შრომას ეწეოდა იგი მაშინ, როდესაც ექიმებმა მას მხოლოდ ერთი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, მას ჯირკვლების ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. სტუდენტებმა მას სანატორიუმის საგზური უშოვეს, თვითონ ავადმყოფმა კი ინტენსიური ვარჯიში დაიწყო და სიკვდილს გადაურჩა. 1922 წელს პაპალექსი და მანდელშტამი მოსკოვში მიიწვიეს სამუშაოდ, ხოლო ორი წლის შემდეგ ლენინგრადში გადავიდნენ, ვინაიდან რადიოლაბორატორიების ტრესტი იმ ხანად ლენინგრადში გადაიტანეს. პაპალექსის აქ საშუალება მიეცა ნიადაგ ახალ მოღწევათა საქმის კურსში ყოფილიყო, რადგან გამუდმებით მივლინებებში აგზავნიდნენ ევროპასა და ამერიკაში.

1932 წელს პაპალექსი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს, ხოლო 1939 წელს - ნამდვილ წევრად. 1924 წლიდან ლენინგრადში შეიქმნა საკავშირო მნიშვნელობის ცენტრალური რადიო-ლაბორატორია. ლაბორატორიაში პაპალექსისა და მანდელშტამის ერთობლივ მუშაობამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა საბჭოთა რადიოფიზიკა და რადიოტექნიკა. 1924-1928 და 1928-1935 წწ. პირველ პერიოდში აღსანიშნავია მრავალი ღირშესანიშნავი აღმოჩენა: რადიოტელეგრაფული და რადიოტელეფონური მოდულაციის ახალი ხერხები; მაღალსიხშირეთა გახომვის ახალი ხერხები; მოწყობილობა სიზშირის კვარცული სტაბილიზაციისათვის მაღალსელექციური მიმღები კვარცის ფილტრით; რეგენერაციის ახალი ხერხები და სხვა. მანდელშტამმა და პაპალექსიმ შექმნეს მრავალი სახელმზღვანელო ფიზიკასა და რადიოფიზიკაში.

1935 წლიდან პაპალექსი გადაიყვანეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში, მას დაევალა დახმარების აღმჩენა ჩრდილო პოლუსზე გამგზავრებული ექსპედიციისათვის. 1938 წლიდან პაპალექსი მოსკოვში გადასახლდა.

ნიკოლოზ პაპალექსი გარდაიცვალა 1947 წლის 3 თებერვალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 394-398

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]