ნიკოლოზ ოდიშელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ზურაბის ძე ოდიშელიძე (დ. 30 ივნისი, 1861 — გ. 5 ივნისი, 1916, სოფ. კურნიკი, ახლანდ. ტერნოპოლის რაიონი, უკრაინა[1]) — ქართველი აზნაური, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი.

გენერალ ილია ოდიშელიძის უფროსი ძმა. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. ჰქონდა პრაპორშჩიკის (1883), პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბს-კაპიტნის (1898), კაპიტნისა (1900) და პოდპოლკოვნიკის (1905) წოდებები. მსახურობდა 84-ე შირვანის ქვეით პოლკში. 1909 წელს პოლკოვნიკის წოდებით თადარიგში გავიდა. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს ე. წ. სახელმწიფო ლაშქარში (არმიის რეზერვი ომიანობისას) გაიწვიეს. მეთაურობდა 153-ე ვორონეჟის ქვეით დრუჟინას. დაიღუპა ბრძოლაში უკრაინის ტერიტორიაზე. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმერის III და IV, წმ. სტანისლავის II და წმ. ანას II ხარისხის ორდენებით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Одишелидзе Николай Зурабович. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  2. Одишелидзе Николай Зурабович. «Русская армия в Первой мировой войне».