ნიკოლოზ ნაცვალოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ გიორგის ძე ნაცვალოვი (დ. 1884 — გ. 25 მაისი, 1919, ქ. ვლადივოსტოკი) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1918). პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე.

წარმოშობით ქართველი (ნაცვლიშვილი). დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. 1910 წლიდან მსახურობდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკის, 1913 წლიდან — ჩიტის 1-ლ კაზაკთა პოლკში. 1914 წელს მიიღო პოდიესაულის წოდება, 1917 წელს — პოლკოვნიკობა. პირველი მსოფლიო ომში თავის გამოჩენისთვის დაჯილდოებული იყო გიორგის იარაღით (1914) და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916), ასევე წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო ატამან გრიგორი სემიონოვის განსაკუთრებული მანჯურიული რაზმის შტაბის უფროსი, მეთაურობდა ატამან სემიონოვის 1-ლ მანჯურიულ დივიზიას, შემდეგ ამურის მე-5 საარმიო კორპუსს. ოფიციალური ვერსიით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Апрелков В. Ю. Георгиевские кавалеры // Экстра. — 1999. — № 49;
  • Василевский В. И. Атаман Семенов // Вопр. гос. стр-ва. — Чита, 2002;
  • Волков С. В. Белое движение: Энцикл. Гражданской войны. — СПб., 2003.