ნიკოლოზ ლესკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ლესკოვი
Serov Leskov.jpg
დაბადების თარიღი 4 (16) თებერვალი, 1831[1] [2] [3]
დაბადების ადგილი სტაროე-გოროხოვო
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი (5 მარტი), 1895[1] [2] [3] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
ფსევდონიმი М. Стебницкий[3]
საქმიანობა მწერალი[1] [4] [5] , ჟურნალისტი, რომანისტი, დრამატურგი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ჟანრი რომანი, მოკლე რომანი, მოთხრობა, ნარკვევი და skaz
Magnum opus Lady Macbeth of the Mtsensk District
ხელმოწერა Nikolai Leskov signature.svg

ნიკოლოზ ლესკოვი (დ. 4 თებერვალი, 1831, გოროხოვო ― გ. 21 თებერვალი, 1895, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთხანს მუშაობდა ორიოლში, შემდეგ კიევში. მოგზაურობდა ბევრს, შეისწავლა უბრალო ხალხის ყოფა. მოღვაწეობა დაიწყო ეთნოგრაფიული და პუბლიცისტური სტატიებით. 1861 წლიდან დასახლდა სანქტ-პეტერბურგში. 1860-იანებში გამოაქვეყნა პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობები. მძაფრად აპროტესტებდა რუსეთის ცარისტულ რეჟიმს. მისი ნაწარმოებებია: „ერთი დიაცის ცხოვრება“ (1863), „ხარ-ვერძი“ (1863), „არსაითკენ“ (რომანი, 1864) „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეთი“ (1865), „მეომარი ქალი“ (1866), „დანასისხლად“ (რომანი, 1870–1871), „აღბეჭდილი ანგელოზი“, „მოჯადოებული ყარიბი“, (1873) „თქმულება ტულელ ელამ ლევაშსა და ფოლადის რწყილზე“ (1881), „მღამიობები“ (1891), „ზამთრის დღე“ (1894), „კურდღლის რემიზი“ (1891–1894).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაისოგოლოვა მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 201}.
  • ქორქია რ., „ლესკოვი ქართულ ენაზე“, „ცისკარი“ N3, 1960

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Гроссман Л. П. Лесков Н. // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 4. — С. 158–162.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 С. Венгеров Лесков, Николай Семенович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XVIII. — С. 147–150.
  4. The Fine Art Archive — 2003.
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.