შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ კრუშევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ კრუშევსკი
პოლ. Mikołaj Kruszewski
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1851(1851-12-18)
დაბ. ადგილი ლუცკი[1]
გარდ. თარიღი 12 ნოემბერი, 1887(1887-11-12)[2] (35 წლის)
გარდ. ადგილი ყაზანი, ყაზანის მაზრა, ყაზანის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
მოქალაქეობა პოლონეთის სამეფო
საქმიანობა ენათმეცნიერი
მუშაობის ადგილი ყაზანის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ყაზანის უნივერსიტეტი

ნიკოლოზ ვიაჩესლავის ძე კრუშევსკი (პოლ. Mikołaj Kruszewski; დ. 6 (18) დეკემბერი1851, ლუცკი — გ. 31 ოქტომბერი (12 ნოემბერი), 1887, ყაზანი) — რუსი და პოლონელი ენათმეცნიერი.

ზოგადი და ინდოევროპული ენათმეცნიერების სპეციალისტი. ყაზანის უნივერსიტეტის პროფესორი (1883 წლიდან). იყო ი. ბოდუენ დე კურტენეს მოწაფე და ყაზანის ლინგვისტური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ბოდუენ დე კურტენესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა მოძღვრებას ფონემის შესახებ, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა თანამედროვე ფონოლოგია.

  1. 1.0 1.1 Крушевский Николай Вячеславович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.