ნიკოლოზ კოსტომაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლოზ ივანეს ძე კოსტომაროვი (რუს. Николай Иванович Костомаров; დ. 4 მაისი, 1817, სოფ. იურასოვკა, ოლხოვატკის რაიონი, ვორონეჟის ოლქი — გ. 7 აპრილი, 1885, პეტერბურგი) — უკრაინელი და რუსი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, მწერალი, კრიტიკოსი. 1837 წელს, დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. კოსტომაროვის საზოგადოებრივი პოლიტიკა და ისტორიული მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ი. სრეზნევსკის, დ. ბანტიშ-კამენსკისა სხვათა გავლენით. 1846 წლიდან იყო კიევის უნივერსიტეტის კათედრის პროფესორი. კირილესა და მეთოდეს საზოგადოების შექმნის ორგანიზატორი (ტარას შევჩენკოსთან ერთად). 1847 წელს, ეს საზოგადოება გაანადგურეს, კოსტომაროვი დააპატიმრეს და ერთი წლის შემდეგ სარატოვში გადაასახლეს.

1859-1862 წლებში, ნოკოლოზ კოსტომაროვი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის პროფესორი. სახალხო მოძრაობას მიუძღვნა შრომა „სტენკა რაზინის ამბოხება“ (1858).

რუსული და უკრაინული ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს კოსტომაროვი ბურჟუაზიელი ისტორიოგრაფიის პოზიციებთან განიხილავდა. მისი თეორია „ორი საწყისი“ — ვეჩესა და ერთმპყრობელობის შესახებ — აიდეალებდა უკრაინელი ხალხის წარსულს. ნ. კოსტომაროვის მიერ ხალხის ისტორიის გაგება არამეცნიერულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]