ნიკოლოზ კვერნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე (დ. მაისი, 1893, სამტრედია, — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი დრამატურგი, მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე. იყენებდა ფსევდონიმებს: „გერგესელი“, „გედი“.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის გლეხის ოჯახში. 1913 წელს გაწევრიანდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიაში. ასევე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი. 1914-1918 წლებში მუშაობდა ჭიათურაში „კავკასიური საზოგადოების“ მეტაბელედ, შემდეგ — სამტრედიაში, კოოპერატივში. 1916-1917 წლებში სამხედრო სამსახურში იყო. 1917-1921 წლებში მსახურობდა სამტრედიის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარის თანაშემწედ. 1922-1924 წლებში იყო სახალხო თეატრის გამგეობის წევრი. 1924 წელს მუშაობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად. დაწერილი აქვს პიესები: „პირველი გრძნობა“ (ფსიქოლოგიური დრამა 3 მოქმედებად), „ნიღაბქვეშ“ (დაიდგა მუშათა კლუბში 1920 წლის 18 იანვარს), „ელისო“ (ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით) და სხვ. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ხელოვნების შესახებ (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1920, №1,4, 5). 1924 წლის იანვარში ბოლშევიკურმა ჩეკამ დააპატიმრა ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში მონაწილეობის ბრალდებით. აგვისტოს აჯანყების დღეებში დახვრიტეს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიღაბ ქვეშ : დრამა 3 მოქმედებად (ავტორი). - ტფილისი, გამოცემა მ. გოგაძე და რევიშვილისა, 1922.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.565;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]