ნიკოლოზ იაშვილი (ბიოლოგი)
ნიკოლოზ იაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 13 ივლისი, 1936[1] [1] |
დაბ. ადგილი | თბილისი[1] |
გარდ. თარიღი | 29 ივნისი, 2005[1] [1] (68 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | გეოგრაფი[1] [1] , ბიოლოგი და ნიადაგთმცოდნე |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე იაშვილი (დ. 13 ივლისი, 1936 — გ. 29 ივნისი, 2005) — ქართველი ბიოლოგი და ნიადაგმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1999), საქართველოს ეროვნული (2000) და ეკოლოგიურ მეცნიერებათა (2000) აკადემიების ნამდვილი წევრი. გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლოზ იაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს, ხოლო 1975 წელს ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1959–91 წლებში იყო საქართველოს ნიადაგმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის გამგე, 1976–91 წლებში მიხეილ საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში.[2]
1991 წელს — საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი, 1991–96 წლებში — კონცერნ „საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, 1996–2002 წლებში — საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უფროსი და წამყვანი სპეციალისტი, 2002-2005 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის განყოფილების გამგე.[2]
ნიკოლოზ იაშვილის მეცნიერული კვლევა-ძიების თემატიკა მოიცავს ძირითადად ნიადაგმცოდნეობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებს. შეისწავლა სვანეთის ნიადაგები, მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარის, საქართველოს მიწების რესურსების, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებზე. იყო საერთაშორისო ნიადაგმცოდნეობის საზოგადოების წევრი, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.[3]
ნიკოლოზ იაშვილი ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის.[3]
მიღებული აქვს თეოფანე დავითაიას სახელობის პრემია (1983). 2002 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ღირსების ორდენისა (2001) და საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1986).[2]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტექნოგენური ლანდშაფტების რეკულტივაცია. თბილისი, ცოდნა, 2004;
- სვანეთის ნიადაგები. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987;
- მიწის რესურსები და მათი რაციონალური გამოყენება. თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 13 ივლისი
- დაბადებული 1936
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 29 ივნისი
- გარდაცვლილი 2005
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი ბიოლოგები
- ქართველი ნიადაგთმცოდნეები
- ქართველი გეოგრაფები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები