შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ იაკოვენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ იაკოვენკო (დ. 13 დეკემბერი, 1919, კრასნოდარი, რუსეთი — გ. 1992) — რუსი წარმოშობის ქართველი მხატვარი, ფერმწერი.

ნიკოლოზ იაკოვენკო 1921 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში. სწავლობდა ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში. ნიკოლოზ იაკოვენკოს შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ომის თემას, ასევე ყოველდღიურობას, საბჭოთა ხალხის შრომას („დასვენების წუთები“, „ჩაის პლანტაციები“, ორივე XX საუკუნის 60-იანი წლები; „პორტი“, 1978). ამავე დროს მუშაობდა პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში („ივანე ფრანკო“, 1958; „ავტოპორტრეტი“, XX საუკუნის 60-იანი წლები; „წვიმის შემდეგ“, 1967; „მთები“, 1979). მას გარკვეული წვლილი მიუძღვის აჭარის სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაში. მისი ნამუშევრები ინახება აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]