ნიკოლოზ თარხანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ თარხანოვი (დ. 1879, თბილისი – გ. უცნობია) — სომეხი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში მიიღო. სტუდენტობის პერიოდში შეუერთდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად თბილისში. 1918 წლის ოქტომბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით შევიდა პარლამენტში, წევრად დაასახელა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ. სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომის პერიოდში გამოირჩეოდა ანტიქართული მოქმედებებით. 1918 წლის დეკემბერში პარლამენტის სხდომაზე დადგა მისი და მის თანაპარტიელლ ლეონ თუმანოვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ბრალად ედებოდა, მცხეთაში ძეგვის ხიდზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შემსრულებლებთან კავშირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 178.