შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიკოლოზ ერისთავი
დაბადების თარიღი 1823 ან 1820[1]
გარდაცვალების თარიღი 26 მარტი (7 აპრილი), 1856 ან 26 მარტი, 1856(1856-03-26)[1]
ჯილდოები წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ერისთავი (დ. 1823 — გ. 26 მარტი, 1856) — თავადი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1854); კავკასიისა და ყირიმის ომების მონაწილე.

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. სამხედრო სამსახურში 1840 წელს მოხალისედ შევიდა და თავად ივანე ანდრონიკაშვილის რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო აჯანყებული ოსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთი სიმაგრის იერიშის დროს ფეხში დაიჭრა. არმიას 1844 წელს დაუბრუნდა და დაღესტანში იბრძოდა. 1849 წელს დაინიშნა მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტად.

ყირიმის ომის დროს თავი გამოიჩინა ჩოლოქის ბრძოლაში; გამარჯვების სახარებლად გაგზავნილი იყო პეტერბურგში, სადაც მას ფლიგელ-ადიუტანტისა და პოლკოვნიკის წოდებები მიენიჭა. შემდგომში მსახურობდა გურიის რაზმში. 1855 წლიდან მეთაურობდა ჯერ სმოლენსკის ქვეითთა, შემდეგ ეკატერინოსლავის ლაიბ-გრენადერთა პოლკს. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (ბაბთით, 1845), წმ. ვლადიმერის IV (ბაბთით, 1845) და წმ. გიორგის IV (1854) ხარისხების ორდენებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.