ნიკოლოზ დუმბაძე
| ნიკოლოზ დუმბაძე | |
|---|---|
| ეროვნება | ქართველი |
| დაბადების თარიღი | 10 ივლისი, 1854[1] ან 10 (22) ივლისი, 1854 |
| დაბადების ადგილი | შემოქმედი, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 9 მარტი, 1927[1] (72 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
| კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
| ჯარის სახეობა | რუსეთის იმპერიის არმია |
| წოდება | გენერალ-მაიორი |
| მეთაურობდა | Q4096349? |
| ბრძოლები/ომები | რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878), პირველი მსოფლიო ომი |
| ჯილდოები | Order of Saint Stanislaus, 3rd class with swords, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი |
| კავშირი |
მამა: ანტონ დუმბაძე |
ნიკოლოზ დუმბაძე (დ. 10 ივლისი, 1854, შემოქმედი, — გ. 9 მარტი, 1927, პარიზი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.
ნიკოლოზ დუმბაძე იყო ცნობილი ლოტბარისა და მგალობლის, ანტონ დუმბაძის შვილი. მისი ძმები, იოსები, სამსონი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, რომელიც იალტის მთავარმმართებელი იყო.
ნიკოლოზ დუმბაძე იყო ბათუმის მიხეილის ციხე-სიმაგრის არტილერიის ბატალიონის მეთაური. 1896 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის, 1906 წელს — გენერლ-მაიორის ჩინი, 1911 წლიდან ხელმძღვანელობდა მე-3 გრენადერთა დივიზიის 1-ლ ბრიგადას. გარდაიცვალა პარიზში და 1927 წლის 16 აპრილს დაკრძალეს ახალი ბულონის სასაფლაოზე,
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 509.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.