ნიკოლოზ დგებუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე დგებუაძე (დ. 1900, სოფ. ღანირი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.

დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია (1918). 1920 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში. მხედრული წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922–1924 წლებში იყო ეროვნულ-დემოკრატიულუ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის იატაკქვეშა ცენტრალური კომიტეტის და პარტიის სამხედრო კომისიის წევრი. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში. აჯანყების დღეებში დააპატიმრეს და დახვრიტეს ძმასთან — ლევან დგებუაძესთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]