ნიკოლოზ დადიშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციოყ (მიხეილ) დადიშქელიანი და მისი შვილები — თენგიზი (ნიკოლოზი) და ისლამი (მარცხნიდან მარჯვნივ).

ნიკოლოზ (თენგიზ) მიხეილის (ციოყის) ძე დადიშქელიანი (დ. 1830 — გ. დაახლ. 1882) — დადიშქელიანების ჩუბახევის შტოს წარმომადგენელი, ციოყ (მიხეილ) დადიშქელიანის შვილი.

1833 წელს რუსეთის მფარველობაში შესვლასთან დაკავშირებით მამამ მართლმადიდებლური წესით მონათლა და ნიკოლოზი დაარქვა. ჰქონდა რუსეთის არმიის როტმისტრის წოდება. 1855 წელს შურისძიების მიზნით ძმასთან — ისლამთან ერთად მოკლა ჯანსუღ დადიშქელიანი. მკვლელობის დაგეგმვასა და განხორციელებაში არ მონაწილეობდა ნიკოლოზის უფროსი ძმა — სვანეთის მთავარი კონსტანტინე დადიშქელიანი, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ დანაშაული სვანეთის ავტონომიის გაუქმების საბაბად გამოიყენა. კონსტანტინეს სიკვდილით დასჯის (1857) შემდეგ მისი ძმები სვანეთიდან გადაასახლეს: ალექსანდრეირკუტსკში, ნიკოლოზი, ისლამი და ციოყი (მიხეილი) — ვიატკაში. ცოლად ჰყავდა პოლიქსელე მიხეილის ასული ბულაცელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 89.