ნიკოლოზ გუგუნავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ გუგუნავა (დ. 22 იანვარი, 1946, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1969-1970 წლებში იყო სოფელ შაუმიანის საავადმყოფოს ექიმი-ოტოლარინგოლოგი. 1970-1971 წლებში თბილისის ტუბდისპანსერის ექიმი ოტოლარინგოლოგი. 1971-1986 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი. 1986 წლიდან რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა განყოფილების გამგე. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის , რომლებიც ეხება ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

1973 წელს საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ხახის ტონზილების გავლენა კუჭის სეკრეტორულ მოწმედებაზე დაიცვა.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1988 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 81

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]