ნიკოლოზ გომელაური (მეტალურგი)
ნიკოლოზ გიორგის ძე გომელაური (დ. 15 აპრილი, 1907, სოფ. მირზაანი, სიღნაღის მაზრა — გ. 24 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი მეტალურგი. პროფესორი (1972). საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო იქვე. 1931-1933 წლებში იყო სამთო-მექანიკური ფაკულტეტის დეკანი, 1932–1937 წლებში მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის გამდიდრების ლაბორატორიი გამგე, 1937–1941 წლებში ტრესტ „ჭიათურმანგანუმის“ სისტემაში მშენებლობების უფროსი, 1944-1957 წლებში რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი, 1963–1965 წლებში საქართველოს სახელმწიფო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარე, 1965–1970 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1970–1977 წლებში მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ძირითადი შრომები ეხება სპილენძ-მოლიბდენის მადნების სელექციური ფლოტაციისა და კომპლექსური გამოყენების, აგრეთვე მანგანუმის ღარიბი მადნებისა და შლამის გამდიდრებაგამოყენების საკითხებს. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავი აგრეგატის ავტომატიზაციისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია (1962). მიღებული აქვს 2 ლენინის ორდენი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 92.
რესერსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 15 აპრილი
- დაბადებული 1907
- გარდაცვლილი 24 მაისი
- გარდაცვლილი 1977
- ქართველი მეტალურგები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- გომელაურები