ნიკოლოზ გომელაური (კერამიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომელაური.

ნიკოლოზ ვლადიმერის ძე გომელაური (დ. 18 ნოემბერი, 1918, სიღნაღი — გ. 11 ნოემბერი, 1961, თბილისი) — ქართველი კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1958).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვნენ დ. ციციშვილი, ბ. შებუევი, ა. ფიცხელაური , ზ. პ. მაისურაძე. 1942-1944 წლებში გომელაური სიღნაღის დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი იყო. 1947 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1945 წლიდან მონაწილეობდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენებში (კერამიკოსთა საერთაშორისო გამოფენა, ჟენევა, 1945). გომელაური ქართული პროფესიული კერამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან ქართული კერამიკა გაამდიდრა ახალი ტექნიკური პროცესებით, შეისწავლა ბრინჯაოსა და ანტიკური ეპოქის კერამიკა, რომელიც შემოქმედებითად გამოიყენა თავის საქმიანობაში. გომელაური ძირითადად ქმნიდა დეკორაციულ ლარნაკებსა და კერამიკულ ქანდაკებებს. ნამუშევრები: ფიალები (1953), ყვავილების ლარნაკი (1958), ჭინჭილა (1960), დოქი (1961) და სხვ. გომელაურის შემოქმედებამ გარკვეული როლი ითამაშა ქართული მხატვრული პროფესიული კერამიკის განვითარების საქმეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]