ნიკოლოზ გოგნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგნიაშვილი.

ნიკოლოზ რევაზის ძე გოგნიაშვილი (დ. 6 დეკემბერი, 1844, სოფ. ქვემო ხოდაშენი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 31 იანვარი, 1913, იქვე) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1900 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1863 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიის მე-3 გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1896–1900 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]